გუდამაყრის ტური ოქტომბერს

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62073

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

,მამაჩემს მიაჩნდა,რომ მთაში სიარული, ეკლესიაში სიარულის ტოლფასი იყო.’’
/ოლდოს ჰაქსლი.../

,,იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი...’’ - გოდერძი ჩოხელი <3

• გუდამაყარი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იგი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში.
• გუდამაყარში მდებაორებდა 42 სოფელი, რომელიც შეგნებული დაიცალა კომუნისტების მიერ.

მოსანახულებელი ადგილები:
სოფელი მაქართის ტრავენტინები
სოფელი მაქართის ვეძა-,,ბუყბუყა ტბა’’
სოფელი მაქათის ციხე-კოშკი
ზანდუკის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფელი ჩოხის პირიმზის სალოცავი
სოფელი ზემო ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელი ზედა ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი
ერთობლივ პიკნიკს მოვაწყობთ სოფელი დუმაცხოს ძირში.

ტურის საფასური:
შეკრების ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ, ველოსიპედის ძეგლი)
შეკრების დრო: ???? 7 საათი
დაბრუნების დრო: ???? 22:00-23:00 საათი

ტურის საფასურში შედის:
სატრანსპორტო მომსახურება (კომფორტული მიკროავტობუსი);
გამოცდილი გიდი;

ყველას მოაქვს სახლიდან ერთი დღის საგზალი და ვპიკნიკობთ ერთად...<3

რა ჩავიცვათ?
-მოხერხებული, შემოდგომისთვის შესაბამისი ტანისამოსი (უმჯობესია სპორტული)

გავითალისწინოთ!
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში;
პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრს;
რელიგიაზე, პოლიტიკაზე და ფეხბურთზე არ ვსაუბრობთ;
არ ვაბინძურებთ გარემოს;

დაუშვებელია!
-გზაში დალევა და გიდთან ურჩობა...!

???? ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!

???? მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
???? + 444 viber/whats up

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.