შემოდგომის ზღაპრული რკონი ოქტომბერს მხოლოდ

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Gimmelle · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაკასპი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62052

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

თქვენ გელოდებათ შემოდგომის სურნელი და ჯადოსნურ ფერთა ზეიმი, უამრავი ლამაზი ფოტო, ბევრი გართობა, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი დღე

მოვინახულებთ:

1. ქვათახევის მონასტერს. 2. ერთაწმინდის ეკლესიას 3. იკვის ეკლესიას 4. რკონის ციხეს 5. რკონის სამონასტრო კომპლექსს 6. თამარის ხიდს 7. სვიმონის სვეტს 8. შემოდგომის თვალწარმტაცი ფერებით შეფერილ თეძამის ხეობას.

◼ ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში

6კმ. სირთულის მხრივ მარტივი.

ტურის ღირებულებება -

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (გამოცდილ მძღოლთან ერთად)

გამოცდილი გამყოლი

ფოტო და ვიდეო გადაღება

თერმოსკრინინგი

სადეზინფექციო ხსნარი

კვება (მოგვაქვს ყველას საკვები და ვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს) ტურის მიმდინარეობისას აუცილებელია დავიცვათ გარკვეული წესები, ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები.

დახურულ სივრცეში ტურის ყველა მონაწილეს უნდა ეკეთოს პირბადე ტურის დაწყებისას ჩაგიტარდებათ თერმოსკრინინგი (სიცხის გაზომვა) და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოიხსნებით ტურიდან არ ვანაგვიანებთ გარემოსარ ვიგვიანებთ შეკრების ადილზეარ ვმგზავრობთ ნასვამ მდგომარეობაში (ზომიერად დავლევთ ყველა ერთად ბუნებაში, პიკნიკისას და შევიქმნით სასიამოვნო გარემოს). ვუჯერებთ ორგანიზატორებს.

სასურველია თან იქონიოთ: ქუდი,კეპი (მზისგან დასაცავად), გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი.

გასვლის დრო და ადგილი:

გასვლის დრო - 08:00 სთ.

მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი

თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს). თანხა ბრუნდება მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ.

კასპი — რა ტურებს გთავაზობთ

კასპის მონასტრები კარგად ერწყმის გორისა და უფლისციხის ერთდღიან ტურს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. მარშრუტს თქვენთვის მოსახერხებელ დღეზე ავაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–24°, მონასტრებამდე ტყის გზები მშრალი და მწვანეა.
ზაფხულში 30°-ზე მეტია — ტაძრების მოსანახულებლად დილა სჯობს.
ზამთარში რკონისა და კვათახევის გზები ყინულიანი და ტალახიანი შეიძლება იყოს.

რა ვნახოთ

  • სამთავისი — XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის ფასადით, ტრასასთან
  • ერთაწმინდა — XIII საუკუნის ტაძარი ფასადის ორნამენტებითა და შიდა მოხატულობით
  • კვათახევის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი ტყიან ხეობაში
  • რკონის მონასტერი — ტყეში მიმალული მონასტერი და XII საუკუნის თაღოვანი ქვის ხიდი
  • მტკვრის სანაპირო — სასეირნოდ ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ია, 45–60 წუთი. კასპში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთისკენ მიმავალი ზოგი მატარებელი; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, დაახლოებით 1 საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი; სამთავისი პირდაპირ ტრასის პირასაა, კასპი კი მტკვრის მეორე ნაპირზე.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; ბევრი თბილისიდან ერთი დღით ჩამოდის ან გორში ჩერდება.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; რკონისთვის — სასეირნო ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია, ტყის მონასტრებთან — სუსტი.

კასპი: გზამკვლევი
კასპი

ხშირი კითხვები

რომელი მონასტერი ვნახოთ, თუ დრო ცოტაა?
სამთავისი — ტრასის პირასაა და გზიდან ბევრს არ გადაგახვევთ. ნახევარი დღე თუ გაქვთ, დაამატეთ კვათახევი ან ერთაწმინდა.
როგორ მივიდე რკონის მონასტრამდე?
ბოლო მონაკვეთი ტყის გრუნტის გზაა, ჯობს მაღალი გამავლობის მანქანა. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
შეიძლება გორთან ერთად ერთ დღეში?
კი: დილით სამთავისი და კვათახევი, შემდეგ უფლისციხე და გორი — საღამოს თბილისში დაბრუნდებით.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.