შემოდგომის საბადურის ტყე
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თქვენ გელოდებათ შემოდგომის საოცარი ზღაპრული ფერები, მოშრიალე ფოთლების ლაბირინთები, უამრავი ლამაზი ფოტო, ბევრი გართობა, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი დღე
მოვინახულებთ:
ჟინვალის წყალსაცავს
ნადოკრას მონასტერს (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, არჩილ მეფის საფლავი)
სიონის წყალსაცავს
საბადურის ტყეს
ცხვარიჭამიის მონასტერს (წმ. ილია მართალის და ამაღლების ეკლესიები, დიდი საყდარი)
დათვების თავშესაფარს
მამკოდის მონასტერს
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (გამოცდილ მძღოლთან ერთად)
გამოცდილი გამყოლი
ფოტო და ვიდეო გადაღება
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება (მოგვაქვს ყველას საკვები და ვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს)
არ ვანაგვიანებთ გარემოს
არ ვიგვიანებთ შეკრების ადილზე
არ ვმგზავრობთ ნასვამ მდგომარეობაში (ზომიერად დავლევთ ყველა ერთად ბუნებაში, პიკნიკისას და შევიქმნით სასიამოვნო გარემოს).
ვუჯერებთ ორგანიზატორებს.
სასურველია თან იქონიოთ: ქუდი,კეპი (მზისგან დასაცავად), გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი.
გასვლა მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან
შეკრების დრო 06:30
გასვლა 07:00
დაბრუნება 22:30
თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს). თანხა ბრუნდება მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.