ტური ზღაპარში"-მზოვრეთი-შუანო-ქოზიფა-ორთუბანი-ბერთუბანი-ალეთის ციხე
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოსანახულებელი ძეგლების ვიდეო ლინკები:
ქოზიფას მონასტრის ზღაპრული ეზო: (გუგომის) მამათა მონასტერი:
მზოვრეთის მამათა მონასტერი:
შუანოს მთის ზღაპრული პანორამული ხედები:
შუანოს მთა- 2350 მ-ზღვის დონიდან, ნისლი და გიგანტური ენძელების მდელო სექტემბერში:
ქარვისფერი შუანოს მთა:
მთა და ქვემო შუანოს ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერი:
ესეც შუანო:
,,ალეწის“-,,ალეთის“(,,ალერსის“) ციხე:
ბერთუნის მამათა მონასტერი:
ორთუბნის დედათა მონასტერი;
ტურის დეტალური აღწერა:
ტური რომელიც არ უნდა გამოტოვო!
ტურის საფასური -30 ლ.
ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე
08.00 (AM)-22.00 (PM)
ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.
მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 150 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!
P.S: კორპორატიული ჯგუფის შემთხვევაში, ტრანსპორტი მოდის თქვენთვის სასურველ ერთ კონკრეტულ ადგილზე)!
მოვინახულებთ:
*ქოზიფას (გუგომის) მამათა მონასტერი-სამონასტრო კომპლექსი-VII -ს-ის ძეგლი და იქ არსებული მიწისქვეშა წმ. ბერების მამათა საძვალე; P.S. ეს ადგილი ძალიან უყვარდა მეფე თამარს და ქართლში მოგზაურობის დროს აუცილებლად სტუმრობდა მას! (ფეხით გასავლელი მანძილი 500 მ).
*ბერთუბნის ულამაზესი მამათა მონასტერი სოფელ ტყემლოვანაში:
*ქვემო შუანოს წმ. ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერი;
*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;
თუ მოვასწარით:
*ალეთის ციხე XV ს.
ტურის საფასურში შედის:
1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) სიურპრიზი-გათამაშება!
არ შედის:
კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში).
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან, ქოზიფას გარდა!
გაითვალისწინეთ !
* ქოზიფამდე ფეხით გასავლელი მანძილი ორმხრივად შეადგენს 500 მ-ს.
მზოვრეთზე-ავდივართ ფეხით. ფეხით გასავლელი მანძილია 3 კმ-ორმხრივად. (ჯგუფის საერთო გადაწყვეტილებით შესაძლებელია სკამებიანი სატვირთოს ან ჯიპის ტაქსების ქირაობა. ჯიპი-. ერთი ადამიანი. სატვირთო -.)
*თან უნდა იქონიოთ წყალი, თბილი ტანისამოსი და გეცვათ სპორტულად. ასევე მანდილოსნებს სასურველია ჰქონდეთ ქვედაბოლოები, თავსაბურავები და მამაკაცებს უნდა ეცვათ შარვალი, რათა ტაძარში შესვლაზე არ შეექმნათ პრობლემა.
*ყველას თან გვაქვს პირბადეები!
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
*ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ტურის !ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტის ლოკაცია ალტერნატიულით
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ძამის ხეობის ტური.
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ - ან ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!
მერწმუნეთ ეს ტური თქვენი და თქვენი მეგობრებისათვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება!
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.