უმაგრესი ტური შემოდგომისფერ ძამის ხეობაში მზოვრეთი+ბატეთი+ქოზიფა
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოსანახულებელი ძეგლების ვიდეო ლინკები:
მზოვრეთის მამათა მონასტერი:
ქოზიფას (გუგომის) მამათა მონასტერი:
გვიანი შემოდგომის ქოზიფას მამათა მონასტრის ეზო:
ბერთუნის მამათა მონასტერი:
ორთუბნის დედათა მონასტერი;
სარკინეთის კლდეში ნაკვეთი შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი:
ბატეთის ტბა:
დეტალური აღწერა:
ტურის საფასური -30 ლ.
ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე 07:30(AM)-22.00 (PM)
ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.
მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 130 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!
მოვინახულებთ:
*ქოზიფას (გუგომის) მამათა მონასტერი-სამონასტრო კომპლექსი-VII -ს-ის ძეგლი და იქ არსებული მიწისქვეშა წმ. ბერების მამათა საძვალე; P.S. ეს ადგილი ძალიან უყვარდა მეფე თამარს და ქართლში მოგზაურობის დროს აუცილებლად სტუმრობდა მას! (ფეხით გასავლელი მაქსიმალური მანძილი 500 მ).
*ბერთუბნის ულამაზესი მამათა მონასტერი სოფელ ტყემლოვანაში:
*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;
*იდუმალებით მოცული ბატეთის ტბა: ბატეთის ტბა მდებარეობს ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მ -ზე. მეწყერული წარმოშობისაა, გარშემორტყმულია ფოთლოვან- წიწოვანი შერეული ტყით. ამ ტბას ორი ლეგენდა უკავშირდება, რომელსაც ტურის მიმდინარეობის დროს გაგიმხელთ. არის ულამაზესი სანახავი წლის ნებისმიერ სეზონზე, რაშიც თავად დარწმუნდებით. გზად მიუყვება ნაკადული, და წინ ულამაზესი ხედები იშლება.
თუ მოვასწარით, ვნახულობთ:
*კლდეში ნაკვეთი- სარკინეთის შიო მღვიმელის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით;
ტურის საფასურში შედის:
1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) სიურპრიზი-გათამაშება!
არ შედის:
კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში ან ვქირაობთ ფაცხას).
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები. თბილი სამოსი.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან,
გაითვალისწინეთ:
გაითვალისწინეთ!
*ყველას თან გვაქვს პირბადეები!
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
* ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტი, ალტერნეტიულით!
* ტურის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე!
ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ძამის ხეობის ტური (მზოვრეთ-ქოზიფას-ბატეთის ტური).
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ შემდეგ ან ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.