სათავგადასავლო ტური ფშავში
ფოტო: franek2 · CC BY-SA 3.0; franek2 · CC BY-SA 3.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სათავგადასავლო ტური ფშავში???? მდინარე არაგვის პირას ულამაზეს ბუნებაში ???????? იდეალური შეთავაზება :კორპორატიული წვეულებებისთვის,დაბადების დღეებისთვის,ექსკურსიებისთვის და სამეგობრო შეკრებებისთვის ????????????მომსახურეობების ჩამონათვალი : X-პარკ ტური, სადაც უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, . ????%-ით დაცული უსაფრთხოება
მარტივი გზა - (110 სმ-დან), გრძელდება 20-40 წუთი.
საშუალო და რთული გზა - (130 სმ-დან), გრძელდება 40 - 80 წუთი (უკუ-რეკორდი 4.5 საათი).
ზიპ-ლაინები - (130 სმ-დან), გრძელდება 10-15 წუთს და მოიცავს 3 სხვადასხვა ზიპლაინს.
???? ჯომარდობა მდინარე არაგვზე!
გრძელდება დაახლოებით 1.5 საათი და ფარავს 13 კმ-ს. ამ თვეში დაშვებულია 6 წლის ასაკიდან, რადგან მდინარე პატარა მოდის.
ტურის სირთულე: ????
მარტივი და სასიამოვნო ????.
შეკრების დრო და ადგილი : რუსთავი:მერიის მიმდებარე ტერიტორია ????
თბილისი :Ⓜ მეტრო "დიდუბე" ზედა ამოსასვლელი????
გასვლა ???? 08:00 საათზე .
დაბრუნება ???? 22:00 ???? საათზე .
ასევე სასურველია საწვიმარი???? და მზისგან დამცავი საშუალებები????. სათადარიგო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
???? დაუშვებელია ნასვამ მდგომატეობაში წამოსვლა
ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება მგზავრობის დროს
???? არ ვეწევთ ტრანსპორტში
????არ ვაბინძურებთ გარემოს
ჩვენს დაუვიწყარ ტურში მოსახვედრად აუცილებელია
დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ???? დასაჯავშნათ მოგვწერეთ
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.