სამდღიანი ჯიპ-ტური სვანეთში! მესტია, ჰაწვალი, უშგული, ზაგაროს უღელტეხილი.
ფოტო: Andrew Dubok · CC BY-SA 3.0; Andrew Dubok · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ სამდღიან ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სვანეთში
ტური გაიმართება ყოველ პარასკევს (ტურის დაჯავშნა ხდება წინასწარ)
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 3-დღე 2-ღამე
შეკრების ადგილი:
• თბილისი: მ.დიდუბე ( სამთო ქიმიის წინ) 5:00 საათი
მარშუტი:
1)დღე
• დადიანების სასახლე (ზუგდიდში)
• ენგურის წყალსაცავი
• მესტიაში საოჯახო სასტუმროში განთავსება
• მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
• მ.ხერგიანის (კლდის ვეფხვის) მუზეუმი
• მარგიანების მუზეუმი
• დავაგემოვნებთ მჟავე წყალს და დავბრუნდებით სასტუმროში.
2)დღე
• კურორტი ჰაწვალი (გადავიღებთ ულამაზეს სურათებს მესტიის, უშბის და თეთნულდის ფონზე)
• სიყვარულის კოშკი
• კვირიკეს და ივლიტას ტაძარი (სოფ. კალა)
• უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი,
• ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია)
• ღამისთევა უშგულის საოჯახო სასტუმროში.
3)დღე
• უშგულიდან გავემართებით ზაგაროს უღელტეხილისკენ. (ზ.დ 2623 მეტრზე)
• დავტკბებით ულამაზესი აილამას ხედებით.
• ლენტეხი
• ცაგერი
• წყალტუბო
• ქუთაისი
• გამომგზავრება თბილისში
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი კომფორტული ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)
• განთავსება საოჯარო სასტუმროში
• გამოცდილი მძღოლი გამყოლი
• საბაგიროს და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
• კვება (საკვები შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეუკვეთოთ)
საჭირო ეკიპირება:
• მოსახერხებელი სპორტული და თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.