მოირონინე ოკაცე, კინჩხა, ლომინა

ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; Zysko serhii · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებახონი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61797

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:20 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

1. ოკაცეს კანიონი
2. კინჩხას ჩანჩქერები
3. ლომინას ჩანჩქერი

ფეხით გასავლელი მანძილი:
5 კმ.

მარშრუტის სირთულე:
მარტივი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...

ფინანსური ნაწილი:

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება

საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
კანიონებზე შესასვლელიბილეთები საფასური

-- ოკაცეს კანიონი:ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 9.. (საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!);
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;

-- კინჩხას ჩანჩქერი:ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების - 10..
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;)

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი

ხონი — რა ტურებს გთავაზობთ

ხონის მხარე ხშირად შედის ქუთაისიდან გამავალ კანიონების ტურში — ოკაცე, კინჩხა და მარტვილი ერთ დღეში, ტრანსპორტითა და გიდით. თქვენს თარიღზე დაგიჯავშნით ადგილს ან ინდივიდუალურ მარშრუტს შეგიდგენთ.

როდის წავიდეთ

კანიონისა და ჩანჩქერისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი, როცა წყალი ბევრია, და სექტემბერი–ოქტომბერი, 20–25°.
ივლისი–აგვისტოში ქვემოთ ცხელა და ნესტიანია, ბილიკებზე ტყე ჩრდილს იძლევა.
ზამთარში ხშირად წვიმს და ბილიკი სველი და მოლიპულია.

რა ვნახოთ

  • ოკაცეს კანიონი — ჩამოკიდებული ბილიკი 100 მეტრამდე სიღრმის ხეობის კედელზე, ვიზიტორთა ცენტრით სოფელ გორდში
  • კინჩხას ჩანჩქერი — სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, ოკაცედან 4–5 კმ-ში
  • გორდის დადიანების პარკი — ძველი ტყე-პარკი და დადიანების სასახლის ნანგრევები კანიონის გზაზე
  • მარტვილის კანიონი — სამეგრელოს მხარეს, მანქანით დაახლოებით ნახევარ საათში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 260 კმ-ია (3,5 საათი), ქუთაისიდან — ნახევარი საათი. ქუთაისიდან ხონში მარშრუტკები ხშირად დადის, კანიონამდე კი უმჯობესია მანქანით ან ტაქსით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით ქუთაისამდე, იქიდან დაახლოებით 30 კმ დასავლეთით.
სად დავრჩეთ: ქალაქსა და გორდში რამდენიმე გესტჰაუსია, დიდი არჩევანი — ქუთაისში.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი; ოკაცეს ჩამოკიდებულ ბილიკზე სიმაღლის შიშის მქონეებს გაუჭირდებათ.
კავშირი: ქალაქში მობილური ინტერნეტი კარგია, ხეობებში — სუსტი.

ხონი: გზამკვლევი
ხონი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში ოკაცეც და კინჩხაც მოესწრება?
კი, ერთმანეთისგან 4–5 კმ-შია. ქუთაისიდან ამ ორთან ერთად ხშირად მარტვილის კანიონსაც ამატებენ.
ბავშვებთან შეიძლება?
ოკაცეს ბილიკი ბავშვებსაც შეუძლიათ, მაგრამ ფოლადის ჩამოკიდებულ ბილიკზე უფროსი მუდმივად უნდა ახლდეთ.
ხონი თუ ქუთაისი — სად დავრჩე?
ბუნებაზე ორიენტირებულებისთვის გორდის გესტჰაუსი, სხვა შემთხვევაში — ქუთაისი, საიდანაც ყველა ახლომდებარე ადგილი ადვილი მისასვლელია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.