კახეთი რთველის ტური სექტემბერს
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Phyrexian · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
უძველესი დროიდან დღემდე რთველი ერთგვარ სახალხო დღესასწაულად მიიჩნევა
ტურის გეგმა:
დილით ვიღებთ მონაწილეობას რთველში და გვექნება ფოტოგადაღება
მოვინახულებთ:
ნეკრესის მონასტერს, დაარსებულია აბიბო ნეკრესელის მიერ VI საუკუნეში
ილიას ტბას
საღამოს ილიას ტბაზე შეგვიძლია გავერთოთ და შევწვათ მწვადი.
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გიდი
ფოტოგადაღება
ყველას მოგვაქვს კეპი და ყურძნის დასაკრეფი პატარა დანა, ვიცვამთ მოხერხებულად
ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით.
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში ???? :
მაკა
ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
ჩარიცხვა ხდება წინასწარ!
3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში, ჩარიცხული თანხა უკან არ დაბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს.
ყვარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყვარელში — ტრანსპორტი თბილისიდან, დეგუსტაცია გვირაბსა და მარნებში, გრემი და ნეკრესი, საჭიროებისამებრ ღამისთევა ტბასთან. ერთდღიან ან ორდღიან პროგრამას თქვენს თარიღებზე შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 22–27°, ხოლო შემოდგომაზე რთველი და ახალი ღვინო.
ივლისი–აგვისტოში ველზე ცხელა, მაგრამ მთის ძირში, ტბასთან, საღამოობით გრილა.
ზამთარში მშვიდია; გვირაბსა და მარნებს სიცივე არ ეხება, დეგუსტაცია მთელი წელი შეიძლება.
რა ვნახოთ
- ღვინის გვირაბი — მთაში გაჭრილი გრძელი გვირაბი, სადაც ღვინო ინახება და დეგუსტაციას აწყობენ
- ილიას ტბა — ხელოვნური ტბა ტყით დაფარული მთის ძირში, გასასეირნებელი ბილიკით
- ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი — მწერლის საოჯახო მამული და მუზეუმი ცენტრში
- ქინძმარაულის მარნები — ადგილობრივი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის დეგუსტაცია
- ნეკრესის მონასტერი — ძველი სამონასტრო კომპლექსი მთის კალთაზე, ველის ხედით
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი თელავის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორის გავლით დაახლოებით 120 კმ-ია, 2–2,5 საათი. მარშრუტკა ორთაჭალის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან გომბორის უღელტეხილით და შემდეგ ალაზნის ველით, ან საგარეჯო–გურჯაანის გზით.
სად დავრჩეთ: ილიას ტბასთან — დიდი სასტუმროები; ქალაქში — გესტჰაუსები და მარნები ნომრებით.
რა წავიღოთ: გვირაბისთვის თხელი ქურთუკი, შიგნით მუდმივად გრილა; ნეკრესისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგია.