ერთდღიანი ტური სამეგრელოში .. დადიანების სასახლე..მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კიჩხას ჩანჩქერი...

ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაზუგდიდი, მარტვილი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61663

რა შედის

  • ტრანსფერი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთ დღიანი ტური სამეგრელოში...გთავაზობთ სანახაობათა ჩამონათვალს:

დადიანების სასახლე....

1) მარტვილის კანიონი:ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.

2) ოკაცეს კანიონი: კანიონი მდებარეობს მდინარე ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

3) კიჩხას ჩანჩქერი რომელისც მდ ოკაცეზე მდებარეობს..

ტური უნდა შედგებოდეს 7 ადამიანისგან.. ან ფასის შეთანხმებით რაოდენობას მნიშვნელიბა არ აქვს..

ასევე 3 პერსონამდე მოგემსახურებით ახალი მსუბუქი ავტომობილით

ტური განხორციელდება თქვენი ან ჩვენს მიერ დაგეგმილ დღეს..

მომსახურება ვრცელდება როგორც უცხოელ ტურისტებზე ასევე ჩვენს თანამემამულეებზე..

დამიკავშირდით: .. გიორგი

ზუგდიდი — რა ტურებს გთავაზობთ

ზუგდიდი ჩვეულებრივ სამეგრელოს ან სვანეთის ტურის ნაწილია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სასახლეში, მეგრული სადილი და ღამისთევა ქალაქში, მეორე დღეს კი მესტიისკენ ან ანაკლიისკენ. მარშრუტს თქვენს დღეებს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ბაღში ყველაფერი ყვავის ან მწიფდება.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი; ამ დროს ბევრი ზუგდიდიდან ანაკლიაში ზღვაზე მიდის ან მესტიისკენ აგრძელებს გზას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად მოდის, მაგრამ ხშირად წვიმს.

რა ვნახოთ

  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და მეგრელი მთავრების კოლექციით
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი — სასახლის უკან გაშენებული ძველი პარკი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი
  • რუხის ციხე — XVIII საუკუნის ციხე ენგურთან, ქალაქიდან 8 კმ-ში
  • წალენჯიხის საკათედრო ტაძარი — XIV–XV საუკუნეების ბიზანტიური ფრესკებით, 25 კმ-ში
  • ანაკლია — ქვიშიანი პლაჟი ენგურის შესართავთან, დაახლოებით 30 კმ
  • ენგურჰესის კაშხალი — მესტიის გზაზე, ერთ-ერთი უმაღლესი თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 320 კმ-ია (4,5–5 საათი). მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, დადის ღამის მატარებელიც; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის. ქუთაისის აეროპორტიდან დაახლოებით 100 კმ-ია, საათნახევარი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ სენაკისა და ხობის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში, სასახლისა და მთავარი ქუჩის ახლოს — საქალაქო სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: ზაფხულში მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება, შემოდგომაზე — ქოლგა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი და ბანკომატები ყველგანაა.

ზუგდიდი: გზამკვლევი
ზუგდიდი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება ზუგდიდს?
სასახლესა და ბოტანიკურ ბაღს ნახევარი დღე ჰყოფნის. რუხის ციხისა და წალენჯიხის დამატებით ერთი სრული დღე გამოვა.
ღირს თუ არა ზუგდიდში ღამის გათევა სვანეთის გზაზე?
კი, თბილისიდან მესტიამდე ერთ დღეში 8–9 საათია. ზუგდიდში ღამე რომ გაათიოთ, მეორე დილით 3 საათში სვანეთში იქნებით.
რა ვჭამოთ ზუგდიდში?
მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, გებჟალია, კუჭმაჭი და ცხარე აჯიკა. სამზარეულო აქ ცხარეა — შეკვეთისას შეგიძლიათ თქვათ, რომ ნაკლებად ცხარე გინდათ.
რა არის ენგურის ხიდზე?
ენგურის ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზეა, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ტურისტული მიზნით იქ გადასვლა არ ხდება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.