რაჭის ერთდღიანი განსხვავებული ტური

ფოტო: ალ-ო · CC BY-SA 3.0; G.N. · CC BY-SA 3.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაამბროლაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61649

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ყველაზე განსხვავებული საავტორო საშემოდგომო ტურები რაჭაში

ტურზე მიმდინარეობს რეგისტრაცია
იმოგზაურე, შეიქმენი ბუმ შთაბეჭდილებები და ემოციები... გაიზიარე შემოდგომის დადგომა და გახდი ფერადი ;-)

ორგანიზაციებმა და სკოლებმა კერძო ჯავშნებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!

ტურის ხანგძლივობა: 1 დღე
შეხვედრის ადგილი:
06:30 საათზე - ველოსიპედის ძეგლი.
23:00-23:50 საათი დაბრუნების დრო

__________________________________________
თავგადასავლები, მოგონებები სიმწვანე , სიფერადე, სიყვითლე პოზიტივი, და სიმშვიდე ჩვენს ყვითელ მთებში
__________________________________________
დღის განმავლობაში მოვინახულებთ:
-შაორის წყალსაცავს
-შაორის ყვითელ,წითელ და აჭრელებულ ტყეს
-გადავიღებთ ფერად ფოტოებს
-გაყინულეს გამოქვაბული
-ჭლიშის უდაბნო
- შარეულას სათავე
-ამბროლაურის ულამაზესი პანორამული გადასახედი
-სიყვარულის ჩანჩქერი

___________________________________________
გიდის მომსახურება
კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.

საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
ფეხით გასავლელი მანძილი.? 2-3 კმ-მდე ჯამში. მარტივი სირთულის.
როგორ ჩავიცვათ.? სალაშქრო ჩაცმულობა.
??რა წამოვიღოთ? თბილი მოსაცმელი , მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი და პირბადე.

ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!

მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
+ 444 viber/whats up

?ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში !
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ჟირაფი და სხვა.
ნაგავს არ ვყრით არც ტრანსპორტში და არც ბუნებაში!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას.
ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წამოიღოს სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
საკვებს მივირთმევთ ყველანი ერთად.
ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს - წინამღდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლოას თქვენზე.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ!

ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
  • შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
  • ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
  • რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.

ამბროლაური: გზამკვლევი
ამბროლაური

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ამბროლაურს?
ქალაქისთვის, ნიკორწმინდისა და ხვანჭკარისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. შაორისა და ონის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
რა უნდა გავსინჯო რაჭაში?
რაჭული ლობიანი, ლორი და, რა თქმა უნდა, ხვანჭკარა. ბევრ ოჯახურ მარანში ღვინოს იქვე, ქვევრიდან ასხამენ.
გზა ზამთარში გასავლელია?
ამბროლაურამდე ჩვეულებრივ კი, მაგრამ თოვლის შემდეგ უღელტეხილებზე შეიძლება ყინული იყოს. წასვლამდე ამინდს გადახედეთ და ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.