რაბათი, საფარა, ვარძია - სექტემბერი, შაბათი.

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Lohen11 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალციხე
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61612

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოინახულე რაბათი უფასოდ, შესვლა დროებით თავისუფალია.
----------------------------------------------------------------------

გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 07:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 23:00 საათი

მოვინახულებთ:

საფარის სამონასტრო კომპლექსს - უმშვენიერეს ბუნებაში განლაგებული რამდენიმე ეკლესია
ჯაყელების ციხე - სიმაგრეს — ულამაზესი პანორამული ხედები მდ. ურაველის ხეობაზე
ახალციხის ციხეს (რაბათს) — ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“ - შესვლა დროებით უფასოა
ვარძიას — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. აქ შემორჩენილია 365 სხვადასხვა დანიშნულების გამოქვაბული და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სადაც თამარის ფრესკაა შემონახული.

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდი

----------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს

ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ

ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
  • საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
  • ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
  • ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
  • აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

ახალციხე: გზამკვლევი
ახალციხე

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახალციხე და ვარძია ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ დღე გრძელი გამოდის — თბილისიდან ორივე მხარეს 7–8 საათი მხოლოდ გზაა. უფრო მშვიდად ჯობს ღამე ახალციხეში.
რამდენი დრო სჭირდება რაბათს?
ციხისა და მუზეუმის დასათვალიერებლად 1,5–2 საათი საკმარისია. საღამოს განათებული ციხე ცალკე სანახავია.
როგორ მივიდე ვარძიამდე ახალციხიდან?
მანქანით დაახლოებით 60 კმ-ია, საათზე ცოტა მეტი. მარშრუტკა დღეში რამდენჯერმე დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
ბავშვებთან ერთად როგორია?
რაბათის ფართო ეზოები და გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებს ხელში მოკიდება სჭირდებათ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.