national delicacy

მოირონინე ზემო აჭარის ტბები და იაილები, ხიხანის ციხე <3

  • ID: 61590
  • ნახვები: 1404
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/09/20
    დაბრუნება
    • 20/09/20
დამატებითი ინფორმაცია

18-20 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ სამ დღიან ტურს ულამაზეს ზემო აჭარაში ♥ ტური დასრულდება შავ ზღვაში ჭყუმპალაობით

 შეკრების ადგილი და დრო:
 შეკრების დრო: 06:10 სთ
 გასვლა: 06:20 სთ.
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ტურის დეტალური აღწერა:
18 სექტემბერს დილის 6:10 საათზე ვიკრიბებით დიდუბეში, არ ვაგვიანებთ ! 6:20 სთ-ზე გავდივართ თბილისიდან, პირველ რიგში მოვინახულებთ XIV საუკუნეში აგებულ ზარზმის ტაძარს... შემდეგ გოდერძის უღელტეხილისკენ ავიღებთ გეზს... მოვინახულებთ ულამაზეს კურორტ ბეშუმს... ამის მერე დავიძვრებით მწვანე ტბის მიმართულებით. ამ სასიამოვნოთ გავლილი გზის შემდეგ დავბანაკდებით ტბის ნაპირზე ♥ დაბანაკების შემდეგ მოვინახულებთ საბანელას ტბას ;) (ეს უკანასკნეილი რონინის ექსკლუზივია ;) ) საღამოს დავანთებთ კოცონს და დავისვენებთ, რათა მზად ვიყოთ შემდეგი დღის ლაშქრობისათვის...

19 სექტემბერს, გავემართებით გოდერძისაკენ,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს იაილებისა (იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ) და ულამაზესი ტბების გავლით ხიხანის ციხის მიმართულებით, გზად გავივლით საზაფხულო სოფლებსა და აგარაკებს: თეთრობი, რაქვთა, თხილვანა. დავბანაკდებით ხიხანიც ციხის ასასვლელთან... ამ დღის ფეხით გასავლელი მანძილი 14-კმ... დავისვენებთ, დავანთებთ კოცონს, ვიპიკნიკებთ, აღვიდგენთ დაკარგულ ენერგიას და მოვემზადებით შემდეგი დღისთვის ♥

20 სექტემბერს მოვინახულებთ X-XI საუკუნით დათარიღებულ ხიხანის ციხეს,შემდეგ დავბრუნდებით კარვებში, ავშლით და გავემართებით მიკროავტობუსისაკენ რომელიც ბაკი ბაკოში დაგველოდება... დავიძვრებით XII საუკუნის სხალთის მონასტრის მოსალოცად ♥ შემდეგი სანახაობა მახუნცეთის ჩანჩქერია (სიმაღლე 50 მეტრი)
ყველა ამ სანახაობით აღფრთოვანებულნი საღამოს შავ ზღვაში ჭყუმპალაობით განვიტვირთებით და გამოვემართებით მონატრებული დედაქალაქისკენ უამრავი ემოციით დატვირთულნი ;)

პ.ს. საბანაკეზე წყალი გვექნება.

მოსანახულებელი ადგილები:
1 დღე:

1. ზარზმის მონასტერი
2. კურორტი ბეშუმი
3. მწვანე ტბა
4. საბანელას ტბა

2 დღე:

1. გოდერძის უღელტეხილი
2. იაილები
3. შუამთის ტბები

3 დღე:

1. ხიხანის ციხე
2. სხალთის მონასტერი
3. მახუნცეთის ჩანჩქერი
4. შავი ზღვა (ჭყუმპალაობა)


 მარშრუტის სირთულე:
საშუალო
 ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში:
22 კმ.

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...


 ტურის ღირებულება 90 ლარი.

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥ თქვენს განთავსებას



 ფასში არ შედის:
 სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საძილე
საგებელი...

რა ჩავიცვა?!
სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი,თან იქონიეთ საწვიმარი,გამოსაცვლელი ტანსაცმელი,მზისგან დამცავი კრემი,სალაშქრო ჯოხები...


 აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ხიხანის ძირში მდებარე საგუშაგოზე სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა)

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე90.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/09/20
    დაბრუნება
    • 20/09/20