სექტემბერი (კვირა) - ჯუთას ერთდღიანი ტური

ფოტო: Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; MaxBenidze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61541

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:

10:00 სთ. სნოს ციხე და ეკლესია

13:30-18:00 სთ. ჯუთას ხეობა: სოფელი ჯუთა, ზეთა კემპინგი, მეხუთე სეზონი, ჩანჩქერი და ტბა

(საფეხმავლო, ცალმხრივად სავალი 3.8 კმ. მარტივი სირთულის)

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით

ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

დამატებითი ინფორმაცია:

საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (გავჩერდებით გუდაურის სმარტშიც)

ზოგადი ინფორმაცია:

ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

ყურადღება:

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

;

თბილისი, წერეთლის 116

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.