სექტემბერი - ზემო აჭარის სამდღიანი ტური

ფოტო: კოლხი · CC BY-SA 4.0; Philipp Weigell · CC BY 3.0; Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებააჭარა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61538

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:

I დღე:

08:00 სთ გოდერძის უღელტეხილი (ულამაზესი პანორამული ხედები)

11:00 სთ მწვანე ტბა

14:00 სთ კურორტი ბეშუმი

17:00 სთ კურორტი გოდერძი

19:00 სთ დაბინავება ხულოს საოჯახო სასტუმროში

II დღე:

09:00 სთ სხალთის მონასტერი

11:00 სთ სოფ.ბაკიბაკო

13:00 სთ სოფ. ხიხაძირი

16:00 სთ ხიხანის ციხე (საფეხმავლო, ცალმხრივად სავალი 5.8 კმ. აქედან 4 კმ მარტივი სირთულის, 1.8 კმ საშუალო სირთულის)

19:00 სთ დაბინავება ხულოს სასტუმროში

III დღე:

09:00 სთ თაგოს საბაგიროთი გასეირნება

11:00 სთ ფურტიოს ხიდი

12:00 სთ მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი

15:00 სთ მირვეთის ჩანჩქერი

(თუ დრო დაგვრჩა შემოვივლით ბათუმის ზღვის სანაპიროზე)

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ტრანსპორტი გამოვა რუსთავიდან (შეგიძლიათ იქიდანაც შემოუერთდეთ ტურს)

კარვებში განთავსებით

საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსებით

მგზავრობა 20 ადგილიანი, უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით

კვალიფიციური გიდის და ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

სრული საკარვე აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები) ან საოჯახო სასტუმრო

თაგოს საბაგიროთი გასეირნების საფასური

დამატებითი ინფორმაცია:

საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (სურვილის შემთხვევაში, დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს)

ზოგადი ინფორმაცია:

ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

ყურადღება:

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

;

თბილისი, წერეთლის 116

აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ

ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.

რა ვნახოთ

  • ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
  • ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
  • გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
  • მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
  • მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
  • პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.

აჭარა: გზამკვლევი
აჭარა

ხშირი კითხვები

რომელი ავირჩიოთ — ბათუმი, ქობულეთი თუ გონიო?
ბათუმი ქალაქის ცხოვრებისა და გართობისთვისაა, ქობულეთი — უფრო მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის გრძელი პლაჟით. გონიოსა და კვარიათში წყალი სუფთაა, სასტუმროები კი პატარა.
როდის არის ზღვა ყველაზე თბილი?
აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 25–26°. ივნისში წყალი ჯერ 20–22°-ია.
როგორ ჯობს წასვლა — მატარებლით თუ მანქანით?
მატარებელი კომფორტულია და ბათუმის ცენტრთან ჩერდება, მაგრამ ზაფხულში ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება. მანქანით უფრო მოქნილი ხართ მთიან აჭარასა და გონიოში გასასვლელად.
რა ვნახოთ ზღვის გარდა?
ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და მტირალას პარკი — ყველა ბათუმიდან ერთ საათამდე სავალზეა. სრული დღე თუ გაქვთ, აუყევით ხულოსა და გოდერძის გზას.
სად ვისრიალოთ აჭარაში?
გოდერძზე — ბათუმიდან დაახლოებით 2,5 საათში. კურორტი პატარაა, მაგრამ თოვლი ბევრი იცის და ხალხი გუდაურზე ნაკლებია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.