ცხენების ჩარეკვა თუშეთიდან ვაშლოვანში

ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61513

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

თუ თქვენ ოდესმე გინახავთ ცხენების გადარეკვის პროცესი მიხვდებით, რომ ეს არ არის უბრალოდ ცხენოსნობა! ცხენიების გადარეკვა დღეში 50 კილომეტრზე დიდი კავკასიონის მთებზე 3000 მეტრის სიმაღლის უღელტეხილზე, რომელიც ნამდვილი თავგადასავალია! ეს ტური შეიძლება გახდეს თქვენი საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილება. ტურის განმავლობაში შეიძლება შეგცივდეთ, შეიძლება დასველდეთ ან დაგცხეთ, ტური შეიძლება იყოს სწრაფი და შემდეგ ნელი, შეიძლება იყოს რთული, მაგრამ თქვენთვის დაუვიწყარი. ეს არის ცხენოსნობის გადარეკვა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ეს არის ნამდვილი ყოველწლური ცოცხალი ტრადიცია და ცხოვრების წესი! გეპატიჟებით მონაწილეობის მისაღებად 50 ცხენის გადარეკვის პროცესში 250 კილომეტრზე, რომელიც გადის ისეთი მრავალფეროვან ლანდშაფტებზე როგორიცაა მთები, კახეთის ვენახები, და ნახევრად უდაბნოს ზამთრის საძოვრების მიდამოები.

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.