შემოდგომის რაჭა –რაჭის ორდღიანი ტური და სექტემბერს

ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაონი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61505

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

რაჭა ულამაზესი ბუნებისა და შემოდგომის ფერთა აფეთქებით განუმეორებელ სამოთხეს ქმნის და დაუვიწყარ მოგზაურობად იქცევა თქვენს ცხოვრებაში.

ეს განსაკუთრებულია, იხილე საკუთარი თვალით

ტურის გეგმა:

1 დღე

შაორის ტბა;

ნიკორწმინდის ტაძარი;

სიყვარულის ჩანჩქერი, რომელიც დაოჯახებას შველის;

ბარაკონი, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ძეგლი რაჭაში;

მრავალძალი-წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული

ეკლესია;

2 დღე , შეკრება დილის 9 საათზე

გონა-ულამაზესი რაჭული სოფელი, რომელსაც პატარა შვეიცარიას ადარებენ;

სოფელი ღები, ღების მაცხოვრის ეკლესია;

კურორტი შოვი;

ტრანსპორტირება;

ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში;

ფოტოგადაღება;

GoPro გადაღება ;

გამყოლი კომპანიიდან;

ვითვალისწინებთ:

არ ვანაგვიანებთ გარემოს, არ ვსვათ და ვეწევით ტრანსპორტში,

არ ვმოქმედებთ თვითნებურად ორაგანიზატორთან შეუთანხმებლად ,

სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით.

, ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები, სურვილისამებრ, შესაძლებელია გზაში ავკრიბოთ თანხა და შევიძინოთ სამწვადე.

დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :

მაკა

ალექსანდრე

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე

ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უარის თქმის და ამოწერის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს.

ონი — რა ტურებს გთავაზობთ

ზემო რაჭის ტური ონიდან იწყება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღამისთევა ონში ან შოვში და გასვლები მთის სოფლებში. მარშრუტს თქვენს დროსა და ტემპზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ქალაქში 22–27°, მთაში უფრო გრილა, შოვის ბილიკები კი თოვლისგან თავისუფალია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი და ლამაზია, თუმცა მაღლა ღამით ცივა.
ზამთარში ონი თოვლში დგას; შოვის და ღების მიმართულებით გზა შეიძლება დროებით ჩაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • ონის სინაგოგა — 1895 წელს აშენებული, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და ლამაზი სინაგოგა
  • შოვი — საკურორტო სოფელი ფიჭვნარში, მინერალური წყაროებით და ბილიკებით ბუბას მყინვარისკენ
  • უწერა — სამკურნალო მინერალური წყლების სოფელი ტყიან ხეობაში
  • ღები — ზემო რაჭის მაღალმთიანი სოფელი ქვის სახლებით, რიონის სათავეებთან
  • ზემო რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — არქეოლოგიური ნივთები და რაჭული ყოფა

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ონამდე დაახლოებით 250 კმ-ია, მანქანით 4–4,5 საათი ამბროლაურის გავლით. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის, ხოლო ამბროლაურიდან ონამდე 30 წუთის გზაა.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ამბროლაურის გავლით, ბოლო ნაწილი მთის გზაა რიონის ხეობაში.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; შოვსა და უწერაში — საკურორტო სასტუმროები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ლაშქრობისთვის — მთის ფეხსაცმელი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს, მთის სოფლებში — ყველგან არა.

ონი: გზამკვლევი
ონი

ხშირი კითხვები

ღირს თუ არა ონში ღამის გათევა?
კი, თუ შოვში, უწერაში ან ღებში აპირებთ — ონიდან ყველა მათგანი ერთი დღის გასვლაა. თავად ქალაქისთვის ნახევარი დღე საკმარისია.
შოვი ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში შოვი ოჯახების საყვარელი ადგილია: სუფთა ჰაერი, მარტივი ტყის ბილიკები და მინერალური წყაროები.
მამისონის უღელტეხილით სადმე გასვლა შეიძლება?
არა. მამისონის გზა საზღვრისკენ მიდის და გასასვლელი არ არის, ამიტომ ონიდან უკან იმავე გზით ბრუნდებიან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.