ჯომარდობა აგვისტოს

ფოტო: Giorgi gugberidze · CC BY-SA 4.0; Kober · Public domain; Kober · Public domain · Wikimedia Commons

მიმართულებაბორჯომი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61409

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ისეთი აქტიური და სახალისო ტური დევგეგმეთ, რაც არაფრით არ უნდა გამოტოვოთ

ეს არის ჯომარდობის და უამრავი გასართობის all inclusive ტური ბორჯომის ხეობაში

რაც ყველაზე სასიხარულო ამბავია, ჩვენთან ერთად იქნება ყველაზე, ყველაზე საიმედო და ბევრისთვის საყვარელი ადამიანი - , რისთვისაც მას უდიდესი მადლობა

შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება საუკეთესო ინსტრუქტორები და მივიღებთ ზღვა ადრენალინს მტკვარზე 1 საათიანი დაშვების დროს, თან მშვიდად, პროფესიონალების გვერდში ყოფნით

მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის

ჯომარდობის შემდგომ, გვექნება გადასარევი სადილი და დასვენებულები შევუდგებით ტურის მეორე სერიაში გართობას

დავეშვებით ზიპ ლაინით, ერთმანეთს შევეჯიბრებით მშვილდოსნობაში და კლდეზე ცოცვაში, რაც ასევე უამრავი საოცარი ემოციებით დაგვმუხტავს

ამ ყველაფრის შემდგომ, გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც დავბრუნდებით ჩვენ ჩვენს სახლებში და მთელი ცხოვრება ლამაზად გავიხსენებთ ამ აქტიურ და ლამაზ დღეს

ღირბულება

ფასში შესულია:

ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით

ჯომარდობა

კლდეზე ცოცვა

ზიპ ლაინი

მშვილდოსნობა

სადილი

P.S ჩვენი რეკომენდაციით, ეს ტური ძალიან კარგი იქნება ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის. თანამშრომელბი ერთად, აბსოლუტურად სხვა გარემოში, უამრავი გასართობით, წარმოიდგინეთ რა იქნება ამ ტურის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებით სხვადასხვა აქტივობა და გუნდური თამაშები, უკვე კონკრეტულად თქვენზე მორგებული. ასე, რომ იააქტიურეთ და განიტვირთეთ

ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.

რა ვნახოთ

  • ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
  • გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
  • ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
  • მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.

ბორჯომი: გზამკვლევი
ბორჯომი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ბორჯომს?
პარკისა და აბანოებისთვის ერთი დღეც საკმარისია. ეროვნული პარკის ბილიკისა და ვარძიის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
შეიძლება თუ არა მკურნალობა?
დიახ, ქალაქის სანატორიუმები მინერალური წყლით მკურნალობას, სპა-პროცედურებსა და დიეტურ კვებას სთავაზობენ. პროგრამა წინასწარ ექიმთან შეათანხმეთ.
როგორ მივიდე ბორჯომიდან ბაკურიანში?
მანქანით 30 კმ-ია, ნახევარ საათზე ცოტა მეტი. უფრო ნელი და სანახაობრივი გზაა „კუკუშკა", რომელიც დაახლოებით 2,5 საათს მიდის.
ბავშვებთან ერთად კარგია?
კი: პარკში ატრაქციონები და საბაგიროა, აბანოებში თბილი წყალი, „კუკუშკა" კი ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.