მოირონინე ჯუთა <

ფოტო: MaxBenidze · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61396

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 07:15 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი); (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე) (არ შევდივართ მათ ტერიტორიაზე)
ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ტბა
ხედი ჭაუხებზე ;)

ტურის დეტალური აღწერა:
დილით 7:15 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ჯუთასაკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან, რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას. შემდეგ ვნახავთ სოფელ სნოს XVI საუკუნის ციხეს და ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიას, მერე კი მიკროავტობუსი მიგვიყვანს სოფელ ჯუთაში საიდანაც ფეხით გავემართებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილისკენ მეხუთე სეზონისკენ, აქ დავტკბებით შესანიშნავი ხედებით და გავემართებით ჯუთას ტბისკენ სადაც გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტოს :) ბოლოს ავალთ ჭაუხის ძირში და გავმართავთ პიკნიკს შემდეგ კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში ;)

ფეხით გასავლელი მანძილი:
8 კმ.

მარშრუტის სირთულე:
მარტივი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...

ფინანსური ნაწილი:

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება

საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;)

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.