ხევსურეთის დღიანი ტური - აგვისტოს!
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; franek2 · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
მარშრუტი: თბილისი – ფშავი – ბარისახო – შატილი – მუცო – თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica
კვება: ვახშამი-საუზმე
განთავსება: საოჯახო სასტუმროში;
ტურის ხანგძლიობა: 1 ღამე / 2 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 165 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა
პირველი დღე: ჟინვალის წყალსაცავი – ბარისახო – დათვისჯვრის უღელტეხილი – კისტანი – შატილი
პირველ დღეს ვნახავთ: კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლებაისკარის ციხე, კისტანის ციხეები, შატილის ციხე კოშკები.
08:00 გასვლა თბილისიდან შატილის მიმართულებით;
10:30 კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
13:00 – 14:00 ლანჩი დათვიჯვრის უღელტეხილზე;
15:00 ლებაისკარის ციხე;
16:00 კისტანის ციხეები;
18:00 შატილი;
20:00 ტურის ყველაზე საინტერესო მომენტი … კოცონი – გართობა – სიმღერა – ახალი მეგობრები – სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები … და სხვა მრავალი სიურპრიზი.
ფეხით სავალი მონაკვეთები: ლებაისკარზე 300 მეტრი, კისტანზე 800 მეტრი.
მეორე დღე: შატილი – მუცო – შატილი – დათვიჯვრის ურელტეხილი – ფშავი – თბილისი
მეორე დღეს ნახავთ: შატილი, ანატორის აკლდამები, მუცო, ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი.
08:00 საუზმე;
09:00 ექსკურსია შატილის კოშკებში;
10:00 ანატორის აკლდამები;
10:30 მუცო
17:00 ფშავი – ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი.
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ფეხით სავალი მონაკვეთები: მუცოზე 1000 მეტრი.
პერიოდი:
ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 1 ღამე;
კვება: შაბათს ვახშამი და კვირას საუზმე
გიდის მომსახურეობა;
სადილი;
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით თუშეთის ინდივიდუალურ პაკეტებს.
დამატებითი ინფორმაცია
ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.
ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი – ხევსურეთი – თბილისი 350 კმ.
საჭირო ეკიპირება
მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.