გომის მთა - შეკვეთილი და დენდროლოგიური პარკი

ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0; AlexandreAssatiani · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაოზურგეთი, ქობულეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61351

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:

გასვლა 07:00
შემოქმედი, შემოქმედის ეკლესია - მე-12 ს.
კურორტი გომისმთა, ზღ.დ. 2100-2755 მეტრი
დავბანაკდებით და დავტკბებით მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობით

შევეგებებით მზის ამოსვლას????
10:00 სთ-ზე ავშლით ბანაკს და გავემართებით შეკვეთილის სანაპიროზე.
05:00 სთ-ზე გამომგზავრება თბილისში.

◾ - სრული აღჭურვილობა (კარავი, საძილე, პარალონი).
◾ - თქვენივე აღჭურვილობის შემთხვევაში.

ტრანსპორტირება
სრული აღჭურვილობა (კარავი, საძილე, პარალონი)
გიდის მომსახურება
ფოტო გადაღება

კვება, საკვები მოაქვს ყველას ინდივიდუალურად, შემდგომში საერთო პიკნიკის მოსაწყობად.

გასათვალისწინებელი ფაქტორები:
◽ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს.
◾ ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვანაგვიანებთ.
◽ვიცვამთ კომფორტულად. ამინდი ცვალებადია, იქონიეთ საწვიმარი და თბილი მოსაცმელი.
◾შეკვეთილისთვის საცურაო კოსტიუმი, ქუდი, მზის დამცავი.
◽ ვართ პოზიტიურები და ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს.
◾ დანიშნულების ადგილზე მოსვლისას მოვახდენთ თერმოსკრინინგს.
◽ მგზავრობისას უნდა გეკეთოთ პირბადე.

შეხვედრის ადგილი: ქ.თბილისი, რედისონთან არსებულ ველოსიპედის ძეგლთან.
შეხვედრის დრო: 06:30
გასვლის დრო: 07:00
დაბრუნების დრო: 23:00

ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.

Onesteptraveler ????

ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ

გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.

როდის წავიდეთ

ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.

რა ვნახოთ

  • შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
  • ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
  • ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
  • გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
  • დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.

ოზურგეთი: გზამკვლევი
ოზურგეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ოზურგეთს და მის გარშემო?
ქალაქისა და შემოქმედისთვის ერთი დღე საკმარისია; ზღვისა ან გომისმთის დამატებით 2–3 დღე.
როდის შეიძლება გომისმთაზე ასვლა?
ჩვეულებრივ ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. გზა მთიანია, სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
რა მანძილია ზღვამდე?
ურეკამდე და შეკვეთილამდე დაახლოებით 25–30 კმ, მანქანით ნახევარი საათი.
სად მოვისმინო გურული სიმღერა?
ქალაქის ფესტივალებსა და ადგილობრივ სუფრებზე; ტურის ფარგლებში შეგვიძლია ანსამბლთან შეხვედრაც დავგეგმოთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.