ჯუთას ტური აგვისტოს
ფოტო: Muhranoff · CC BY-SA 4.0; Muhranoff · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? ულამაზესი #ჯუთა
1 დღიანი ტური
???? გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში.
???? თქვენ გელოდებათ ახალი მეგობრები, თავგადასავალი, მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი დღე.
ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ. ????
მოვინახულებთ:
ანანურის ციხეს და ეკლესიას
გუდაური
გუდაურის პანორამული ხედები
სოფელი სნო
სნოს ციხე
პატრიარქის რეზიდენცია
სოფელი ჯუთა
ბანაკი ზეთა
ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ტბა
მეხუთე სეზონი
ჭაუხი
▪ ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪გამყოლი
გასვლა
- M დიდუბის ზედა გაჩერება.
ვიკრიბებით 07:30
გავდივართ 08:00
დაბრუნება 22:00
დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
კვება
- მოგვაქვს ინდივიდუალურად (ფასანაურში დავაგემოვნებთ მთიულურ ხინკალს თუ სურვილი იქნება)
ტურში გასათვალისწინებელი
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება
შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
არ ვანავგვიანებთ გარემოს,
შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
ფეხით სასიარულო 8 კილომეტრი (ორივე გზა).
???? საჭირო ეკიპირება
???? სალაშქრო ფეხსაცმელი
???? გამოსაცვლელი
???? საწვიმარი
???? წყალი
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ ლელო / travel club lelo -ის პირად შეტყობინებაში.
ახალგორი — რა ტურებს გთავაზობთ
ახალგორში ტურებს არ ვთავაზობთ. ახლოს, მცხეთა-მთიანეთის ხელმისაწვდომ ნაწილში გირჩევთ მცხეთას, ანანურს, ბაზალეთის ტბას და ლომისის სალოცავზე ასვლას მლეთიდან — ასეთ მარშრუტს ტრანსპორტითა და გიდით თქვენთვის მოსახერხებელ დღეს დაგიგეგმავთ.
როდის წავიდეთ
დაბა ქსნის ნაპირზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მეტრზე დგას: ზაფხული ზომიერად თბილია, 24–28°, ზამთარში ხშირად თოვს და ტემპერატურა 0°-ს ქვემოთ ეცემა.
ხეობის ზემო სოფლებში, ლომისის ქედისკენ, ზამთარი გრძელი და თოვლიანია.
ამჟამად ახალგორში მოგზაურობა შეუძლებელია, ამიტომ სეზონის არჩევას პრაქტიკული აზრი არ აქვს.
რა ვნახოთ
- ქსნის ერისთავების სასახლე — XVII საუკუნის ანსამბლი დაბის ცენტრში: სასახლე, გალავანი კოშკებით და აბანო; 2008 წლამდე აქ ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი მუშაობდა
- ლარგვისის მონასტერი — ქსნის ერისთავთა საგვარეულო მონასტერი, გუმბათოვანი ტაძარი 1759 წელს აშენდა
- კაბენის მონასტერი — IX საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია სოფელ ყანჩაეთთან
- წირქოლის ეკლესია — VIII–IX საუკუნეების ტაძარი, გარდამავალი ხანის ქართული არქიტექტურის ნიმუში
- არმაზის ეკლესია — 864 წლით დათარიღებული ტაძარი ძველი მოხატულობით
- ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია — IX–X საუკუნეების სალოცავი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, 2200 მეტრზე; არაგვის მხრიდან, მლეთიდან ასვლა თავისუფალია
როგორ მივიდეთ
თბილისიდან გზა მცხეთის გავლით ქსნის ხეობას მიუყვება, მაგრამ სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზით არის გადაკეტილი და ტურისტული მოგზაურობა აქ შეუძლებელია. რუსეთის მხრიდან, როკის გვირაბით შესვლა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.
პრაქტიკული ინფორმაცია
სტატუსი: ახალგორის მუნიციპალიტეტი საქართველოს ნაწილია, მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
კანონი: საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ რუსეთის მხრიდან, როკის გვირაბით შესვლა უკანონოა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
გადასასვლელი: ოძისის (მოსაბრუნის) გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბრიდან ფაქტობრივად ჩაკეტილია; იშვიათად, მოკლე ვადით იხსნება მხოლოდ ადგილობრივებისთვის.
უსაფრთხოება: საოკუპაციო ხაზთან მისვლა სახიფათოა — აქ ადამიანებს ხშირად აკავებენ.
ტურები: turebi.ge ახალგორში ტურებს არ აწყობს.