მოირონინე გომისმთა
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:45 სთ
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
2. ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს
კურორტი გომის მთა
ლამაზი ფოტოები და გართობა არაამქვეყნიურ ადგილას ჩვენზეა, ულამაზესი მზის ჩასვლა ბუნებას და ღმერთს მივანდოთ
3. აღმაფრთოვანებელი ხედების შემდეგ კი ზღვაზეც ვიჭყუმპალავებთ მეორე დღეს ;)
P.S თუ გზა არ იქნება გადაკეტილი საცობების გამო მოვინახულებთ დენდროლოგიურ პარკსაც ;)
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
0 კმ :)
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საჭირო ინვენტარი:
კარავი (თუ არ გაქვთ და ვერ იშოვით განგათავსებთ) საძილე ტომარა, საგებელი,(დაგეხმარებით დაქირავებაში ან შეძენაში) საწვიმარი, ყოველი შემთხვევისთვის
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ...
... და ბოლოს არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა
გასვლა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.