national delicacy

ზემო აჭარა 15-16-17 AUG

  • ID: 61318
  • ნახვები: 1236
complogo
"ემსიემ" თრეველ
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/08/20
    დაბრუნება
    • 17/08/20
დამატებითი ინფორმაცია

(სრული პაკეტი)
 MSM Travel-ი იქნება თქვენი მეგზური თვალწარმტაც აჭარაში, სადაც ზღვა და მთა ტოლს არ უდებს სილამზით ერთმანეთს, აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი მოგზაურობა და გაიცანით საქართველო უკეთესად 

I დღე 15.08.2020

  • გასვლა თბილისიდან ველოსიპედის ძეგლიდან- 03:00
  • გაჩერება ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე და წახემსება- 06:00
  • დენდროლოგიური პარკი- 10:00-13:00                                    60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზორიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულფოფილებით წარმოგვიდგენს.
  • წახემსება გარეთ(სადღაც ქობლეთთან) – 13:30-14:30
  • კინტრიშის დაცული ტერიტორია( თამარის ქვისთაღოვანი ხიდი, დედათა მონასტერი, ბზების კორომები და პატარა ჩანჩქერი)- 16:00-18:0                             ეს ნაგებობა მიეკუთვნება არქიტექტურული ხელოვნების აყვავების - ქვით მშენებლობის განვითარების მეორე პერიოდს (XI-XII სს.) და ითვლება რუსთაველის ეპოქის ძეგლად თაღოვანი ხიდიდან საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე, დაახლოებით, 600 მეტრია.
  • დაბრუნება სასტუმროში-18:30
  • ვახშამი ტერასაზე -20:00-21:00
  • თავისუფალი დრო

II დღე 16.08.2020

  • საუზმე სასტუმროში -08:00 -09:00
  • მტირალას ტყე პარკი (მოვინახულებთ წაბლნარის ჩანჩქერს და ტბას)-10:00-13:00                                         ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე მდებარეობს ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი. ასევე აქვე შეგვიძლია გავერთოთ კემპინგით.საფეხმავლო მარტივი ჯამში-5 კმ
  • წახემსება ბათუმში სურვილისამებრ-14:00-15:00
  • მირვეთის ჩანჩქერი- 15:30-16:00
  • სოფელ მირვეთში, . მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.
  • მახუნცეთის ჩანჩქერი-16:30-17:00                       მდებარეობს სოფელ მახუნცეთში ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი.
  • ზვარეს ეკლესია(წმ გიორგის სახელობის ეკლესია)-17:30-18:00
  • ხაბელაშვილის ხიდი-18:30                                              სოფელ შუახევში 25 მეტრიან ხიდს ადგილობრივები უნიკალური ხაბელაშვილების ხის ხიდის სახელით მოიხსენიებენ. დაახლოებით 3 საუკუნის წინ ხიდი მშნებელს ადგილობრივი სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია. ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირითაა ნაგები
  • გოდერძის უღელტეხილი-19:00                                      ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით.
  • სასტუმროში დაბინავება გოდერძის უღელტეხილთან- 19:30
  • ვახშამი სასტუმროში- 20:00-22:00
  • თავისუფალი დრო

III დღე 17.08.2020

  • საუზმე სასტუმროში-08:00-09:00
  • მწვანე ტბა- 10:00-12:00                                                          ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. უდიდესი სიღრმე 19 მ საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალში თევზი არ ბინადრობს.
  • კურორტი ბეშუმი-13:00-15:00                                     სიმაღლე ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრი. მდიდარია წიწვიანი ტყეებით
  • წახემსება(არ შედის ტურის ღირებულებაში)-15:00-16:00
  • რაბათის ციხე სიმაგრე (ახალციხე)-17:30-18:30                რაბათის ციხე-კომპლექსი დღესდღეისობით რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.

დაბრუნება თბილისში-23:00

ტურის ღირებულება: 230 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება სრულად
გამგზავრებისას გზის კვება (ყავა, ნამცხვარი, სენდვიჩი (ლორით და ყველით) და წვენი)
სასტუმროებში განთავსება -2ღამე
პირველ სასტუმროში 2-ჯერადი კვება
მეორე სასტუმროში-2-ჯერადი კვება
უკან დაბრუნებისას გზად წახემსება(აჭარული ხაჭაპური)
პროფესიონალი ფოტოაპარატით გადაღება და დამუშავება ფოტოების.
ორი გამყოლი
გათამაშება - ერთ დღიანი ტური

ღირებულებაში არ შედის:
ალკოჰოლური სასმელი

სასტუმროების ლინკი შეგიძლიათ იხილოთ:
პირველი ღამე სასტუმრო -Blaze Hotel -2-ჯერადი კვებით დააგემოვნებთ ტრადიციულ უგემრიელეს კერძებს
https://rb.gy/fd2om5

მეორე ღამე სასტუმრო Hotel Arsiani - 2-ჯერადი კვებით
https://rb.gy/9vbzz8

 

გთხოვთ ჩაიცვათ სპორტულად და წამოიღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი
• თან იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალება
• ფეხით სავალი მაქსიმალური მანძილი ჯამში 4კმ

ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ჩვენს FaceBook გვერდზე ან ნომერზე:
+995 555 940 400
თანხის ჩარიცხვის ვადა: 12.08.2020
TBC ბანკი
GE84TB7009445061100065
მიმღები: ა. თევდორაშვილი

უარის თქმის შემთხვევაში დარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს
#mysweetmemory 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე230.00
"ემსიემ" თრეველ
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/08/20
    დაბრუნება
    • 17/08/20