თბილისური,არტ-ნუვო" და გერმანელების კვალი ძველ თბილისში

ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 3.0; Diego Delso · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61297

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

თბილისური ,,არტ-ნუვო" და გერმანელების კვალი ძველ თბილისში

შეხვედრის ადგილი: ქაშუეთის ეკლესიასთან ( რუსთაველის გამზ. N 9)

ტურს გაუძღვება პროფესიონალი გიდი: დავით ხანთაძე

რას ვნახავთ და მოვისმენთ:

* ცნობილი არწივებიანი სახლის სევდიან ისტორიას

* ერთადერთ სახლს რომელსაც ქართულად აწერია ,,სალამი“

* ძველი თბილისის სასტუმროებს ( მაჟესტიკი , ლონდონი, გრანდ- ოტელი, ვეტცელი) და მათთან დაკავშირებულ ამბებს.

* მოდერნის სტილი თბილისის არქიტექტურაში და ამ სტილის ყველაზე თვალსაჩინო შენობები

* ვინ იყო მიქაელ არამიანცი და მისი კვალი ტფილისზე

* თბილისური ტრამვაის ისტორიას

* ვის დაუდგეს მადლიერმა თბილისელებმა პირველი ძეგლი

* საიდან გაჩნდნენ თბილისში გერმანელები და მათი გავლენა თბილისზე

* ისტორიას - აღმაშენებლის 149 ში მდებარე ლამაზი სახლისა და მისი მეპატრონის კარმული ანდერძის შესახებ

* რა შუაშია ტფილისურ ამბებთან ჰიტლერის ახლო გარემოცვის მაღალჩინოსნის - ვილჰელმ ბეკკეს სახელი

* სად იკრიბებოდა მაშინდელი ბომონდი საზოგადოება და როგორ ერთობოდა.

და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო ამბავს რომელიც მე- 19 საუკუნის დასასრულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გვამოგზაურებს.....

შემოგვიერთდით

-------------------------------------------

• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. მას შემდეგ რაც ჩაეწერებით სიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომერს.

____________________________________

გაითვალისწინეთ !

• შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მონაწილეთა ჯანმრთელობას.

• ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს საკუთარი პირბადე.

( დახურულ სივრცეში მათი გამოყენება სავალდებულოა)

• ტურის წინ მოხდება მონაწილეთა თერმო სკრინინგი.

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.