ოქტომბერი დღიანი დაუვიწყარი ჯიპ-ტური თუშეთში
ფოტო: Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• მთლიანი მანქანის დაჯავშნის შემთხვევაში ტურის გაიმართება თქვენთვის სასურველ დღეებში.
• ტური გათვლილია 6-7-8 მგზავრზე ან თუ მეტი მსურველი იქნება 2–3 მანქანით
• ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.
შეკრების ადგილი:
• თბილისი რედისონის მიმდებარედ ველოსიპედის ძეგლთან 5:00წთ
ტურის აღწერილობა
1)დღე
• თბილისი-თელავი–ქვემო ალვანი
• აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2850 მ
• ომალო–ვიზიტორთა ცენტრი(მუზეუმი)
• შენაქო (ტაძარი)
• დიკლო
• დაბრუნება ომალოში განთავსება საოჯახო სასტუმროში
2)დღე
• გომეწრის ხეობა ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი 2345.– დოჭუ.კლდეზე გაშენებული სოფელი
• დართლოს ხეობა ქუეს გადასახედი.დართლო თუშური ტრადიციული არქიტექტურის უნიკალური ძეგლი.
• კვავლო.დანო.ჭეშო.
• ფარსმა
• გირევი
• დაბრუნება საოჯახო სასტუმროში ომალო.
3)დღე
• ზემო ომალო კესელოს ციხე კოშკები
• ალავერდი
• დაბრუნება თბილისში
• 1 კაცი განთავსება საოჯახო სასტუმროში 2 ჯერადი კვებით
• 1 კაცი განთავსება საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე
• ტრანსპორტი 7 ადგილიანი მაღალი გამავლობის კომფორტული მინივენი MITSUBISHI DELICA 4x4
პ.ს .ეს არის 3 დღიანი ტურის გეგმა რაც შეიძლება გადანაწილდეს 4 დღეზე .ჩვენი ავტომობილები არის ტექნიკურად და ვიზუალურად საუკეთესო მდგომარეობაში.დასაჯავშნათ და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ან მოგვწერეთ წინასწარ .
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.