დღიანი ტური პანკისის ხეობაში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ასეთი ახლო და ასეთი უცნობი ხეობა ????????????????????
გაცნობებთ რომ თანხის ნაწილი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში
ვახშმის გარეშე
ვახშმით (ქისტური სამზარეულო)
????ხინკალი (ცხვრის ხორცის,საქონლის, ხაჭოს და კარტოფილის)
????ჯიჯიგ გალანიშ - ცხვრის ხორცი მოხარშული ცომთან ერთად
????ჭააბილგ - ხაჭოს ხაჭაპური
????ქისტური ჰალვა
????ქისტური უალკოჰოლო ლუდი
????სხვა გემრიელობები
მოსანახულებელი ობიექტები:
????პანკისის ხეობა
????პანკისი ქემფინგი- პირველი სალაშქრო- სათავგადასავლო ბანაკი ხეობაში
????ხადორის ხეობა და მახვალის ჩანჩქერი
????ბაწარას ხეობა
სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ცხენებით გასეირნება
გასვლის დრო: 07:00 სთ
????ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
????გამყოლი
????ადგილობრივი გიდი
მანძილი: 130 კმ თბილისიდან პანკისის ხეობამდე.
ახმეტა — რა ტურებს გთავაზობთ
ახმეტის ტური შეიძლება იყოს ერთდღიანი — ალავერდი, პანკისი და კახური სუფრა — ან თუშეთის მარშრუტის დასაწყისი ჯიპითა და ღამისთევით. ორივე ვარიანტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ, ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, მთისწინეთი მწვანეა, შემოდგომაზე კი რთველია.
ივლისი–აგვისტოში ქალაქში ცხელა, მაგრამ ზუსტად ეს არის თუშეთის სეზონი — აბანოს უღელტეხილის გზა ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდეა ღია.
ზამთარში ახმეტა მშვიდია, თუშეთის გზა კი დაკეტილია.
რა ვნახოთ
- ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და მონასტრის მარანი, ახმეტიდან 15 წუთის სავალზე
- პანკისის ხეობა — ქისტების სოფლები, საოჯახო სტუმრობა, თექის ხელსაქმე და ბილიკები ჩანჩქერებისკენ
- ზემო და ქვემო ალვანი — თუშების ბარის სოფლები, თუშური ყველი და ცხვრის მეურნეობები
- კვეტერა — X საუკუნის ციხე-ქალაქი და ცენტრალურგუმბათიანი ეკლესია ტყეში
- ბაბანეურის ნაკრძალი — ძელქვის უძველესი კორომი
- თუშეთის გზა — ფშაველიდან აბანოს უღელტეხილზე (დაახლოებით 2850 მ) ომალომდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორისა და თელავის გავლით დაახლოებით 120–130 კმ-ია (2–2,5 საათი). მარშრუტკები ორთაჭალის სადგურიდან დადის ახმეტასა და ალვანში, მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: გომბორის უღელტეხილით ან თელავის გავლით, ასფალტზე; თუშეთისკენ ფშაველიდან ომალომდე ვიწრო გრუნტის გზაა, მხოლოდ 4x4-ით.
სად დავრჩეთ: ქალაქში და ალვანში — საოჯახო გესტჰაუსები; პანკისში — ქისტური ოჯახების სახლები.
რა წავიღოთ: მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი და ქვედაბოლო; თუშეთისთვის თბილი ტანსაცმელი და ნაღდი ფული.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ხეობებში — ადგილ-ადგილ.