აგვისტოს დღიანი ტური თუშეთში

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61153

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

9 წელია ვმუშაობთ თუშეთის ტურზე. თუ გინდა თუშეთი მოიარო უსაფრთხოდ, შეიგრძნო და გაეცნო მის კულტურას და ტრადიციებს - იმოგზაურე თუშებთან ერთად.
ℹ რას ნახავთ 3 დღიან ტურში
1 დღე:
მდინარე სტორის ულამაზესი ხეობა
ჩანჩქერი თუშეთის გზაზე
ევროპის უმაღლესი უღელტეხილი ზ.დ. 2900 მ.
ვიზიტორთა ცენტრში მუზეუმი, ფოტოგალერეა, გადასახედი ალაზნის ხეობაზე.
სოფელი შენაქო, ტრადიციული ლუდსახარში, წმ. სამების ტაძარი
XVIII საუკუნის ნასოფლარი აგეურთა
2 დღე:
ნაყაიჩოს ქედი და ღელეს უღელტეხილი
დართლო იუნესკოს საცდელ სიაში მყოფი სოფელი, შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურით
კვავლო. არწივთა საუფლო თვალწარმტაცი ხედებით.
უჩინარი, უძველესი სოფელი ფარსმა. თუშეთის მაჩუ - პიკჩუ.
ბოჭორნა - ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი ზ.დ 2350მ
სოფელი დოჭუ - თუშეთის პატარძალი.
ომალო, კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსი
3 დღე:
სოფელი დიკლო
ძველი დიკლო - დაღესტნის საზღვარი
კვება:
1 დღე: სადილი, ვახშამი.
2 დღე: საუზმე, სადილი (ლანჩი ბუნებაში), ვახშამი.
3 დღე: საუზმე, სადილი.
საკვები მრავალფეროვანია: ხინკალი ხორცის, ნადუღის. ხაჭაპური, ხავიწი, სალათები, ბადრიჯანი ნიგვზით, ხორცის კერძი, შემწვარი ქათამი, ბოსტნეულის ტოლმა, ადგილობრივი კარტოფილის ღვეზელი, შემწვარი კარტოფილი, ყველი, კარაქი(ადგილობრივი), მოხარშული კვერცხი, მჭადები, მაჭკატები, ჯემი, ხილი. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხინკლის მომზადებაში.
ყავა და ჩაი (ადგილობრივიც) განუსაზღვრელი რაოდენობით. სასტუმროში შეგილიათ ლუდის და გამაგრილებელი სასმელების შეძენა.
* საოჯახო სასტუმრო-ჩემი წინაპრების ტრადიციული, თუშური სახლი.

* ოთახები - ინდივიდუალური სველი წერტილებით, თეთრეულით,პირსახოცებით.

* ფეხით სასიარულო მანძილი:
* 1 დღე - 2კმ; 2 დღე - 2,5 კმ; 3 დღე 4,5 კმ
რა უნდა წამოვიღოთ ტურში:
– მზის ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები.
– პირველი დღისთვის საუზმე, გზაზე რომ მიირთვათ.
– არ წამოიღოთ ღორის ხორცის პროდუქტი!
– მოხერხებული ფეხსაცმელი.
– დრამინა.
* საშემოდგომო მოსაცმელი - ტემპერატურა თბილისთან შედარებით 12 გრადუსით ნაკლებია.
* ბილიკებზე სიარულისას გიდს ნუ გავუსწრებთ და ჯგუფს ნუ ჩამოვრჩებით. ტური გაწერილია დროში და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა ძირითადი ადგილის მონახულება.
* თუშები გულღია და სტუმართმოყვარე ხალხია. პატივი ეცით ადგილობრივ წესებს და ტრადიციებს, რომელსაც გიდი გაგაცნობთ.
* სასტუმროს აქვს საკუთარი მუზეუმი, აგრეთვე კუთხე სადაც თუშური ნაქსოვების და თექის ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ.
* ჩვენთან შეიძენთ ნატურალურ თუშურ ყველს, კარაქს, ერბოს, კარტოფილს.
* ტურის დაწყება - დასრულების დრო და ადგილი თბილისი, მეტრო ისნის ტერიტორია. გასვლა 7:00 სთ. დაბრუნება 22:00 სთ.
თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
საბანკო რეკვიზიტები: თბს ბანკი, საქართველოს ბანკი
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.