მზესუმზირები და ელიას მონასტერი
ფოტო: Paata vardanashvili · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აღმოაჩინეთ უბატონო ეკოლენდთან ერთად!
ტურის ხანგრძლივობა: 1დღე
შეკრების ადგილი:
07:00 რუსთავი (მაკდონალდსის პარკინგი)
08:00 თბილისი (მეტრო ისანი)
მოსანახულებელი ადგილები:
მზესუმზირების პლანტაცია;
ელიას მთა და მონასტერი;
არწივის ხეობა;
ხორნაბუჯის ციხე;
23:00 ჩამოსვლა თბილისში.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
ქართულენოვანი მეგზური.
ფოტოგადაღება.
კვება (მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები და ვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს.)
ფეხით გასავლელი სრული მანძილი:
პირველი დღე- 1კმ.
სირთულე- მარტივი.
გაითვალისწინეთ:
პირბადე
სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება
ქუდი
კომფორტული ტანსაცმელი
კომფორტული ფეხსაცმელი
თავსაბურავი და კაბა-მოსაცმელი (ეკლესიისთვის)
ზურგჩანთა
საწვიმარი (ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ამინდი ცვალებადია)
პირადი ჰიგიენის ნივთები
ერთიდღის სამყოფი საკვები
წყლის ჭურჭელი
სიყვარული და კარგი განწყობა
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
- შეკრების ადგილზე მივდივართ შეთანხმებულ დროს.
- ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.
- ვჩერდებით ყველა ერთად, შეთანხმებულ ადგილზე.
- ვზრუნავთ ერთმანეთზე
- ვზრუნავთ გარემოზე
- ერთად ვქმნით ეკომეგობრულ ატმოსფეროს.
თანხის ჩარიცხვა:
აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. შეთანხმების შემდეგ, ჩარიცხული თანხა უკან არ დაბრუნდება.
თამარი
ეკო
ნატა
აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!
Discover, Love And Save Environment!
See less
დედოფლისწყარო — რა ტურებს გთავაზობთ
დედოფლისწყაროს ტური ჩვეულებრივ ჯიპ-ტურია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ხორნაბუჯი და ვაშლოვანი, თუ საჭიროა — ღამე ქოხში ან გესტჰაუსში. მარშრუტს სეზონისა და თქვენი დღეების მიხედვით გავწერთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი (18–25°, ყვავილოვანი სტეპი, ფრინველების გადაფრენა) და ოქტომბერი, როცა სიცხე ნელდება.
ივნისიდან სექტემბრამდე ვაშლოვანში 35–40°-მდე ცხელა: გასვლა დილით ადრე უნდა დაგეგმოთ, შუადღე კი ჩრდილში გაატაროთ.
ზამთარში ქალაქი ცარიელია, ქარიანი და ცივი; ვაშლოვანის გრუნტის გზები წვიმის შემდეგ ტალახიანდება.
რა ვნახოთ
- ხორნაბუჯის ციხე — კლდეზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ციხე, ქალაქიდან 4 კმ-ში, შირაქის ველის ხედით
- არწივის ხეობა — მოკლე ბილიკი კანიონში, სადაც ორბები და მტაცებელი ფრინველები ბუდობენ
- დედოპლის მინდორი — ძველი ტაძრების კომპლექსის ნაშთები, ქრისტეშობამდე პერიოდის
- ვაშლოვანის ეროვნული პარკი — ბედლენდები, ფისტის ტყე და ალაზნის ჭალა აზერბაიჯანის საზღვართან
- თახტი-თეფას ტალახის ვულკანები — პატარა მოქმედი ვულკანები ვაშლოვანის გზაზე
- ჩაჭუნა — დაცული ტერიტორია იორის ჭალით, ფრინველებზე დაკვირვებისთვის
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოს, ბაკურციხისა და წნორის მიმართულებით დაახლოებით 130–140 კმ-ია (2,5 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის; ვაშლოვანში კი ჯიპ-ტური ან საკუთარი 4x4 დაგჭირდებათ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით ასფალტია; ვაშლოვანის სიღრმეში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით (4x4) შეხვალთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი; ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ვიზიტორთა ცენტრი და ქოხები აქვს.
რა წავიღოთ: ბევრი წყალი, ქუდი და მზის კრემი; ვაშლოვანში მაღაზია და საწვავი არ არის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, პარკის სიღრმეში სიგნალი თითქმის არ არის.