პალიასტომის ტური

ფოტო: Krzysztof Ziarnek, Kenraiz · CC BY-SA 4.0; კოლხი · CC BY-SA 4.0; Philipp Weigell · CC BY 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებააჭარა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61132

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

ორი საოცარი ადგილი 1 ტურში - კოლხეთის ეროვნული პარკი და დენდროლოგიური - გამორჩეული all inclusive ტურები გრძელდება ეს იქნება განტვირთვის, გასართობი, შთაბეჭდილებებით სავსე დღეები

გაითვალისწინეთ, რამოდენიმე ადგილია დარჩენილი

პირველ დღეს გავემართებით კოლხეთის ეროვნული პარკისკენ, სადაც დაგვხვდებიან შესანიშნავი ადამიანები და გააკეთებენ ყველაფერს, რომ კიდევ დავბრუნდეთ მათთან

გვექნება სადილი, ცოტას დავისვენებთ და საღამოს გავისეირნებთ პალიასტომის ტბაზე დიდი ნავით ყველანი ერთად ბუნებაში შეგვიწვავენ მწვადს და დავრჩებით პარკშივე განთავსებულ სასტუმროში. როგორც მასპინძლები გვპირდებიან, ისეთი საოცრებაა, დაძინება არავის მოგვინდება თან კოღოებიც არ ყოლიათ

მეორე დღეს საუზმის შემდეგ ვნახავთ ფოთის შუქურას და გავემართებით დენდროლოგიური პარკისკენ. ამ ყველაფრის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ თბილისს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ემოციები დიდიხანს, დიდხანს გაგყვებათ

ტურის ფასია

ფასში შესულია:

ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით

ღამისთევა კოლხეთის ეროვნული პარკის სასტუმროში

ნავით გასეირნების საფასური

პირველ დღეს ლანჩი და ვახშამი (ბუნებაში)

მეორე დღეს საუზმე

აჭარა — რა ტურებს გთავაზობთ

ტური აჭარაში — ტრანსპორტი ან მატარებლის ბილეთი, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარასა და ბოტანიკურ ბაღში; ზამთარში კი გოდერძი თხილამურით. ზაფხულში ნომრები სწრაფად ივსება, ამიტომ თქვენს თარიღებზე ადრევე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი ივლისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 27–30°, წყალი 24–26°. სექტემბერში ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
მაისი–ივნისი და ოქტომბერი კარგია ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარისთვის, მაგრამ აჭარა საქართველოს ყველაზე წვიმიანი კუთხეა — ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
ზამთარში ბათუმი წყნარია და იაფი (8–12°), გოდერძზე კი დეკემბრიდან მარტამდე თხილამურით სრიალებენ.

რა ვნახოთ

  • ბათუმის ბულვარი და ძველი ქალაქი — 7 კმ-იანი სანაპირო ველობილიკით, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, ანბანის კოშკი და არგოს საბაგირო
  • ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ბათუმიდან 9 კმ-ში: 100 ჰექტარზე მეტი ბაღი ზღვის თავზე სხვადასხვა კონტინენტის მცენარეებით
  • გონიოს ციხე — რომაული და ბიზანტიური ციხე-სიმაგრე, ბათუმიდან 12 კმ-ში; ტრადიციით აქ მოციქულ მატათას საფლავია
  • მაჭახელას ხეობა და მახუნცეთის ჩანჩქერი — ბათუმიდან 30 კმ-ში, თამარის თაღოვანი ხიდით და ღვინის მარნებით გზის პირას
  • მტირალას ეროვნული პარკი — კოლხური ტყე, ბილიკები ჩანჩქერებამდე, ჩაქვთან
  • პეტრას ციხე და ქობულეთის პლაჟი — ბიზანტიური ციხის ნანგრევები ზღვის თავზე ციხისძირში და გრძელი კენჭიანი პლაჟი

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ბათუმამდე Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით 360 კმ-მდე და დაახლოებით 5 საათი; ზაფხულში დამატებით რეისებს ნიშნავენ, ამიტომ ბილეთი ადრე იყიდეთ. ქობულეთი ბათუმამდე 25 კმ-ით ადრეა, ხოლო მარშრუტკები და ავტობუსები ბათუმში დიდუბისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან რიკოთის ახალი გზით ქუთაისის გავლით, ბოლო მონაკვეთი კობულეთის შემოვლითი ტრასაა; მთიან აჭარაში, ხულოსა და გოდერძისკენ, გზა ვიწრო და დაკლაკნილია.
სად დავრჩეთ: ბათუმში — სასტუმროები და ბინები ბულვართან ან ძველ ქალაქში, ქობულეთსა და გონიოში — უფრო მშვიდი სასტუმროები პლაჟთან, მთაში — საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: საწვიმარი ან ქოლგა ნებისმიერ სეზონზე, სანდლები კენჭიანი პლაჟისთვის.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი ყველგან კარგია, მთიან სოფლებში — ადგილ-ადგილ.

აჭარა: გზამკვლევი
აჭარა

ხშირი კითხვები

რომელი ავირჩიოთ — ბათუმი, ქობულეთი თუ გონიო?
ბათუმი ქალაქის ცხოვრებისა და გართობისთვისაა, ქობულეთი — უფრო მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის გრძელი პლაჟით. გონიოსა და კვარიათში წყალი სუფთაა, სასტუმროები კი პატარა.
როდის არის ზღვა ყველაზე თბილი?
აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 25–26°. ივნისში წყალი ჯერ 20–22°-ია.
როგორ ჯობს წასვლა — მატარებლით თუ მანქანით?
მატარებელი კომფორტულია და ბათუმის ცენტრთან ჩერდება, მაგრამ ზაფხულში ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება. მანქანით უფრო მოქნილი ხართ მთიან აჭარასა და გონიოში გასასვლელად.
რა ვნახოთ ზღვის გარდა?
ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და მტირალას პარკი — ყველა ბათუმიდან ერთ საათამდე სავალზეა. სრული დღე თუ გაქვთ, აუყევით ხულოსა და გოდერძის გზას.
სად ვისრიალოთ აჭარაში?
გოდერძზე — ბათუმიდან დაახლოებით 2,5 საათში. კურორტი პატარაა, მაგრამ თოვლი ბევრი იცის და ხალხი გუდაურზე ნაკლებია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.