სამცვერას ჩანჩქერი
ფოტო: Gaga.vaa · CC BY-SA 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Gaga.vaa · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კომპანია extreme travel თავგადასავლებისა და ბუნებრივი სილამაზეების მაძიებლებს სთავაზობს ზღაპრულ ტურს!
მდინარე ძუსას ხეობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის აღმოსავლეთით და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ერთ-ერთი საუკუთესო ადგილი სამცვერას კაშხალი და ჩანჩქერი, ეს ობიექტი ერთ-ერთი პერსპექტული ადგილია ამ მიდამოებში. მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან - 195 კმ.
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამყოლის მომსახურეობა
ჭკუა მხიარული ანიმატორი, რომლის მეშვეობით დღეს უფრო მხიარულად გავატარებთ
ფოტო ვიდეო გადაღება!
???? ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე!
წესები
⏩ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში
⏩ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას
⏩ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
⏩ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება
⏩ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
???? ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
- ირაკლი
ზესტაფონი — რა ტურებს გთავაზობთ
ზესტაფონი ჩვეულებრივ იმერეთის ტურში შედის ქუთაისთან და მის მღვიმეებთან ერთად — ტრანსპორტით თბილისიდან, გიდით და ღამისთევით. მარშრუტს და დღეების რაოდენობას თქვენს თარიღებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–26°, ოქტომბერში იმერეთის სოფლებში რთველია.
ივლისი–აგვისტოში ცხელა და ნესტიანია, 30°-ზე მეტი.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად დგება.
რა ვნახოთ
- შორაპნის ციხე — ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები ყვირილისა და ძირულის შესართავთან, ქალაქის ხედით
- საბჭოთა მოზაიკები — 1980-იანი წლების პოსეიდონი და ქალთევზები და სხვა პანოები ქალაქის ქუჩებში
- ფეროშენადნობთა ქარხანა — ქალაქის ისტორიის ცენტრი, საიდანაც ზესტაფონი სამრეწველო ქალაქად იქცა
- საქარა — მებაღეობის საცდელი სადგური 1932 წლიდან, ვაშლისა და მსხლის ძველი ჯიშებით
- იმერული მარნები — მუნიციპალიტეტის სოფლებში წოლიკოურსა და ციცქას აყენებენ
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 185 კმ-ია (2,5–3 საათი). მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქალაქში ჩერდება ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს მიმართულების ზოგი მატარებელიც.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისის ტრასით (E60), რიკოთის გვირაბის გავლით.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმრო და გესტჰაუსია; მეტი არჩევანისთვის ქუთაისი 35 კმ-შია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი შორაპნის ციხისკენ ასასვლელად.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.