გომის მთა ( მხოლოდ დღეს!!)

ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაოზურგეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61126

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამყოლის მომსახურეობა
ჭკუა მხიარული ანიმატორი, რომლის მეშვეობით დღეს უფრო მხიარულად გავატარებთ
ფოტო ვიდეო გადაღება!
კარავი საძილე და პარალონი არ ქონის .

???? საჭირო ეკიპირება:
, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.

???? ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე (სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია)!
დაახლოებით 13:00 საათზე ვიქნებით ადგილზე ,სადაც გავშლით კარვებს ,დავბანაკდებით ,გადავიღებთ ფოტოებს, ვუყურებთ მზის ჩასვლას და გავატარებთ სასიამოვნო საღამოს კოცონის ,გიტარისა და გემრიელობების თანხლებით ^_^

მეორე დღე:
მეორე დღეს ვდგებით ადრე , ვესწრებით გომის მთის ნისლიან ხედებს და მივემგზავრებით ზღვის სანაპიროსკენ .????

წესები
⏩ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში
⏩ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას
⏩ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
⏩ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება
⏩ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????

???? ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
- ირაკლი

ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ

გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.

როდის წავიდეთ

ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.

რა ვნახოთ

  • შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
  • ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
  • ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
  • გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
  • დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.

ოზურგეთი: გზამკვლევი
ოზურგეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ოზურგეთს და მის გარშემო?
ქალაქისა და შემოქმედისთვის ერთი დღე საკმარისია; ზღვისა ან გომისმთის დამატებით 2–3 დღე.
როდის შეიძლება გომისმთაზე ასვლა?
ჩვეულებრივ ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. გზა მთიანია, სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
რა მანძილია ზღვამდე?
ურეკამდე და შეკვეთილამდე დაახლოებით 25–30 კმ, მანქანით ნახევარი საათი.
სად მოვისმინო გურული სიმღერა?
ქალაქის ფესტივალებსა და ადგილობრივ სუფრებზე; ტურის ფარგლებში შეგვიძლია ანსამბლთან შეხვედრაც დავგეგმოთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.