სვანეთი (მხოლოდ დღეს )
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
ტურის შესახებ
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამყოლის მომსახურეობა
განთავსება საოჯახო სასტუმროში
ჭკუა მხიარული ანიმატორი, რომლის მეშვეობით დღეს უფრო მხიარულად გავატარებთ
ფოტო ვიდეო გადაღება!
⏩ კვება
⏩ მიხაელ ხერგიანის მუზეუმის საფასური:
⏩ უშგულის მუზეუმის მონახულება:
???? საჭირო ეკიპირება:
თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
???? ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე (სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია)!
დღე პირველი:
ენგურის ხეობა
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
მესტია
კურორტი ჰაწვალი,
დაბინავება სასტუმროში.
საღამოს გასეირნება მესტიაში
მეორე დღე:
სიყვარულის კოშკი
სოფ. კალა წმ. ბარბარეს ეკლესია
სოფელი უშგული
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თამარის კოშკი
საღამოს დაბრუნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში
მესამე დღე:
მიხეილ ხერგიანის (სახლ- მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
ჰეშკილის ქოხები
ზუგდიდის დადიანების სასახლე
საღამოს დაბრუნება თბილისში
წესები
⏩ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში
⏩ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას
⏩ვიქონიოთ პირბადე
⏩ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
⏩ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება
⏩ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
???? ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
- ირაკლი
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.