national delicacy

ტური ცისა და მიწის გასაყარზე გომის მთა და დენდროლოგიური პარკი

  • ID: 61106
  • ნახვები: 1122
complogo
ვირჯინლენდი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/08/20
    დაბრუნება
    • 09/08/20
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით:


- გთავაზობთ ორ დღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს გომის მთაზე და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში <3. 75 ლარად

 

მოვინახულებთ:

I დღე:

 - დილის 06:00 სთ.-ზე გავემგზავრებით თბილისიდან გურიის მიმართულებით.

 - მდ. ბჟუჟის ხეობის გავლით ავალთ სოფელ გომში, დავტკბებით ხეობის ულამაზესი ხედებით.

 - მოვილოცავთ შემოქმედის მონასტერს

 - გომიდან გავემართებით სამთო კლიმატ-კურორტ გომისმთაზე, რომელიც ზღ. დ.-დან 2100 მ.-ზე მდებარეობს.

 - დავბანაკდებით გომისმთაზე და დავტკბებით მზისჩასვლის სილამაზით <3

 - ასევე მოვაწყობთ პიკნიკს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.

 

II დღე:

 - დავტკბებით მზის ამოსვლით გომისმთაზე.

 - შემდეგ გავემართებით შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისკენ, პარკი ხელოვნურად არის გაშენებული, სადაც ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილს შორის არსებული ტერიტორიაა, რომელსაც სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ.

ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში თავმოყრილია უნიკალური ჯიშის ხეები ხეები საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან: კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და ევკალიპტი და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები. გაშენებულია ბამბუკის ტყეც. იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, სპეციალური ბანერებია განთავსებული. ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება. სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული ხე-მცენარეების გარდა დენდროლოგიურ პარკში ქართული ჯიშის მუხა, ნეკერჩხალი და წიფელია წარმოდგენილი. პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

 - დღის დანარჩენ ნაწილს გავატარებთ სანაპიროზე და მოვაწყობთ მცირე პიკნიკს.


 - საღამოს გამოვემგზავრებით თბილისში.

 

8-9 აგვისტო:

 - შეხვედრის დრო: 06-00 სთ / გასვლის დრო: 06:00 სთ:

 - შეხვედრის ადგილი რუსთაველი, სასტუმრო რედისონის გვერდით მდებარე ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია:

 - მგზავრობა: კომფორტული მიკროავტობუსით.

 - ტურის სირთულე: მარტივი

 - ტურის ღირებულება: საკუთარი აღჭურვილობით 75ლარი, ხოლო ჩვენი აღჭურვილობით 95 ლარი -

 კარავი, სპალნი მეშოკი, საგებელი.

 

ფასში შედის:

 - ტრანსპორტირება

 - გამყოლი(გიდი)

 - სამწვადე ხორცი, კიტრი პომიდორი, პური.

 - ფოტო გადაღება

 - პირველადიდახმარება (საჭიროებისშემთხვევაში).

 - ჩაი, ყავა და ცხელი წყალი.

 - კარვებით დაბანაკება (არქონის შემთხვევაში) +20 ლარი.

 

გასათვალისწინებელი პირობები :

 - შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ!

 - აკრძალულია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა

 - აკრძალულია ალკოჰოლის მიღება სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !

 - არ ვეწევით ტრანსპორტში!

 - საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)!

 - არვყრითნაგავს !

 - არვბილწსიტყავობთ !

 - აკრძალულია დაგეგმილი მარშრუტის საკუთარი ნება-სურვილით გადახვევა!

❤❤❤ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ და თბილ გარემოს <3 ❤❤❤

 - აუცილებლად ვემორჩილებით ორგანიზატორს <3

 - ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად . -20*/+45* ის გარდა.

 - ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას!.

 

 - ჩვენი რჩევა:გასათვალისწინებელი პირობები ♥.

1.ჩავიცვათ მოხერხებულად და სპორტულად.(აუცილებელია).

2.გვეცვას სალაშქრო ფეხსაცმელი და არა"წკეტასები".(მიზანშეწონილია).

3.საწვიმარი (ყოველი შემთხვევისათვის).

4.გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ნასკები და შარვალი, ჯემპრი..(აუცილებელია).

5.გვქონდეს მზის სათვალე.(მიზანშეწონილია). 6.კეპი.(აუცილებელია).

7.მზისგან დამცავი საშუალებები.(მიზანშეწონილია).

8.მინიმუმ 1ლ წყალი.(აუცილებელია).

9.1 დღისთვის სამყოფი საკვები ♥ .(აუცილებელი).

10.სალაშქრო ჯოხი(მიზანშეწონილია).

11.ფანარი(აუცილებელია).

12.პირადი აფთიაქი(მიზანშეწონილია)

 

 

ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

 - 599 68 41 42

 
ტურის დასაჯავსნად აუცილებელია ბეს სახით ანგარიშის ნომერზე თანხის 40% (30 ლარის ჩარიცხვა) რაც გარანტირებულად ჯავშნის თქვენს ადგილს.

 

ჩაწერის ბოლო დღე პარასკევი 5აგვისტო::

5 აგვისტოს მერე ვინც ამოეწერება თანხა უკან არ დაუბრუნდება ტური, რომ არ ჩაიშალოს <3

სასიამოვნო დღეების გატარებას გისურვებთ <3

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
ვირჯინლენდი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/08/20
    დაბრუნება
    • 09/08/20