ორდღიანი ტური შეკვეთილში
ფოტო: Vitaly Zdanevich · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ორდღიანი ტური შეკვეთილში
ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
გთავაზობთ ორდღიანი ტურსშეკვეთილში.
მოსანახულებელი ობოექტები:
პირველი დღე
1. ივანიშვილის ახლადგახსნილი დენდროპარკი
2. მუსიკოსების პარკი
მეორე დღე
1. დილიდან გასვლა ზღვაზე
3. 16-17 საათზე გამომგზავრება თბილისში
შეკრებისდროდაადგილი:. ყოველი კვირის შაბათი დღე 06:20 წთ, დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი
გამგზავრება 06:30 საათზე
დაბრუნება თბილისში კვირას 21-22 საათზე
აუცილებლადგაითვალისწინეთშემდეგიპირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს (არ ვყრით ნაგავს)
არ ვბილწვსიტყვაობთ
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
სასურველია სპორტული ფეხსაცმელი,
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
ფეხით გასავლელი მანძილი - 1-2 კმ.
სირთულე - მარტივი
ტრანსპორტირება ( 20 ადგილიანი კომფორტული სპრინტერით)
ღამის თევას კერძო სექტორში
გიდი
თერმოსკრინინგი!
სადეზინფექციო ხსნარი!
კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ)
ტური შედგება მინიმუმ 15 ადამიანის შეკრების შემთხვევაში.
შენიშვნა:
1. საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა
2. წინასწარ გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
3. იმ შემთხვევაში თუ არ შეგროვბდა 15 ადამიანი, ამის შესახებ გეცნობებათ პარასკევს 12-14 საათისთვის და თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
ადგილების დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით :
WhatsApp
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.