აგვისტო - თუშეთის ოთხდღიანი ტური
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
I დღე:
???? 15:00 სთ. შენაქო
???? 17:00 სთ. დიკლო
II დღე:
???? 10:00 სთ. დართლო
???? 12:00 სთ. დანო და კვავლო (ცალმხრივად სავალი 1.2 კმ. მარტივი სირთულის)
???? 14:00 სთ. ჭეშო
???? 15:00 სთ. ფარსმა (ცალმხრივად სავალი 0.5 კმ. საშუალო სირთულის)
18:00 სთ. გირევი (ცალმხრივად სავალი 1.2 კმ. მარტივი სირთულის)
III დღე:
???? 10:00 სთ. ბოჭორნა (ზ.დ. 2350 მ. ევროპაში ყველაზე მაღლა დასახლებული პუნქტი)
???? 12:00 სთ. დოჭუ
???? 14:00 სთ. ილიურთა
???? 16:00 სთ. ჯვარბოსელი
???? 18:00 სთ. ალისგორი და ვერხოვანი (დისტანციურად)
IV დღე:
???? 11:00 სთ. ომალოს კესელოები
???? 12:00 სთ. ქუეს გადასახედი
???? 13:00 სთ. ვიზიტორთა ცენტრი
???? შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
???? კარვებში განთავსებით
???? საერთო სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
???? ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
მგზავრობა 7 ადგილიანი დელიკის ტიპის ჯიპით (გამოცდილი და კვალიფიციური მძღოლებით)
ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
საკარვე აღჭურვილობა ან კომფორტული სასტუმრო მირგველაში ან ზემო ომალოში (რა ფასიან პაკეტსაც შეარჩევთ იმის მიხედვით)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ ან ერთიანად შევიძინოთ თელავის ბაზრობაზე, შესაძლებელია სასტუმროს კვების სერვისით სარგებლობაც)
კარვების ანი პაკეტის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს სრულ საკარვე აღჭურვილობას (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი), კარვები იშლება სასტუმროს მიმდებარედ და შესაბამისად, შეგეძლებათ სარგებლობა სასტუმროს სამზარეულოთი და სველი წერტილებით)
ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.
ყურადღება:
აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
????
????
???? თბილისი, წერეთლის 116
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.