მოირონინე ჭიათურა, სვერი, კაცხის სვეტი
ფოტო: Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Yuri Samoylov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:40 სთ
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. მღვიმევის დედათა მონასტერი
2. კაცხის სვეტი (არასტნდარტული,ზედ ხედით)
3. კაცხის ეკლესია
4. სვერის კლდეკარის გამოქვაბული
5. სვერის ტბა
ფეხით გასავლელი მანძილი: 4 კმ.
მარშრუტის სირთულე: მარტივი
(კლდეკარის გამოქვაბულში გადასასვლელი საშუალოდ რთული)
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა,
ან თუ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება....
.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად )
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ
წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის.
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: გიორგი
ჭიათურა — რა ტურებს გთავაზობთ
ჭიათურა და კაცხის სვეტი ერთი დღის ტურში კარგად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, საბაგიროზე გასეირნება და მღვიმევი. სურვილის შემთხვევაში ქუთაისში ღამისთევასაც დავამატებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–26°, ხეობის ფერდობები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ზაფხულში ხეობაში ცხელა და ნოტიო; ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია, მაგრამ საბაგიროები და კაცხის სვეტი ხელმისაწვდომია.
რა ვნახოთ
- ჭიათურის საბაგიროები — 2021 წელს გახსნილი ახალი ხაზები ცენტრალური სადგურიდან; ზოგი ძველი საბჭოთა ხაზიც აღადგინეს
- მღვიმევის მონასტერი — კლდის ქვეშ ჩაშენებული მონასტერი ქალაქის თავზე
- კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ქალაქიდან 10-იოდე კმ-ში
- საბჭოთა მოზაიკები და შენობები — მეშახტეების ქალაქის ხასიათი ქუჩებში
- ყვირილის ხეობა — ციცაბო კლდეები და მაღაროს ძველი კვალი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 200 კმ-ია, 3–3,5 საათი; ქუთაისიდან — დაახლოებით 1 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, მაგრამ რეისები ცოტაა, ამიტომ დრო წინასწარ გადაამოწმეთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის მაგისტრალით, ზესტაფონის მხარეს ჭიათურის გზაზე გადასვლით.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია; ბევრი ჭიათურას ქუთაისიდან ან თბილისიდან ერთ დღეში ნახულობს.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი მღვიმევის კიბეებისთვის; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.