დღიანი ტური სვანეთში

ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0 · Wikimedia Commons

მიმართულებაზუგდიდი, მარტვილი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61047

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

ტურის მარშრუტი:
1 დღე:
06:30 შეკრება ქ.თბილისში ველოსიპედის ძეგლთან.
07:00 გასვლა მესტიის მიმართულებით, გაჩერება რიკოთის უღელტეხილზე, თავისუფალი დრო სადილისთვის.
ჩასვლა ზუგდიდში, დადიანების სასახლის დათვალიერება. (ბილეთის ფასს იხდით ადგილზე)
ფოტო გაჩერება ენგურის წყალსაცავზე,
ჩასვლა მესტიაში, დაბინავება საოჯახო სასტუმროში.

2 დღე:
ლაშქრობა ჭალაადის მყინვარისკენ - ფეხით სასიარულო ჯამში 5 კმ.
ჰეშკილის ქოხები
მარგიანების კოშკი და მუზეუმი(ბილეთის ფასს იხდით ადგილზე)
თუ ჰაწვალის საბაგირო იმუშავებს, შევძლებთ ფეხით ავისეირნოთ ჰაწვალამდე.
თავისუფალი საღამო

3 დღე:
07:00 გამომგზავრება თბილისისკენ.
გზად მოვინახულებთ მარტვილის კანიონს, ცუდი ამინდის შემთხვევაში კანიონს ჩავანაცვლებთ პრომეთეს მღვიმეთი.
სურვილის მიხედვით კანიონი/მღვიმე ასევე შეიძლება ჩანაცვლდეს ანაკლიით, რათა
დაისვენოთ ზღვაზე.

• ტურის ფასი ინდივიდუალური აბაზანის მქონე ნომრის შემთხვევაში .
• ტურის ფასი საერთო აბაზანის მქონე ნომრის შემთხვევაში(2 ნომერს აქვს 1 აბაზანა)- .

მიკროავტობუსით მგზავრობა,
გიდი/გამყოლის მომსახურება,
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში (2 და 3 ადგილიან ნომრებში),

• კვება,
• მარტვილის კანიონის ბილეთები - შესვლა 10,, ნავით გასეირნება .
• პრომეთეს მღვიმის ბილეთები - 11,

• რეკომენდაცია! ჩაიცვით კომფორტულად და ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი.
• ვიკრიბებით 05:30, გასვლის დრო: 06:00 დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მაღაზისთან არ გავჩარდებით ამიტომ ყველაფერი შეიძინეთ წინასწარ.
• გასვლის ადგილი: ქ.თბილისი რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ ველოსიპედის ძეგლი.

• ტურის გამართვამდე სამი დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

ზუგდიდი — რა ტურებს გთავაზობთ

ზუგდიდი ჩვეულებრივ სამეგრელოს ან სვანეთის ტურის ნაწილია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სასახლეში, მეგრული სადილი და ღამისთევა ქალაქში, მეორე დღეს კი მესტიისკენ ან ანაკლიისკენ. მარშრუტს თქვენს დღეებს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ბაღში ყველაფერი ყვავის ან მწიფდება.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი; ამ დროს ბევრი ზუგდიდიდან ანაკლიაში ზღვაზე მიდის ან მესტიისკენ აგრძელებს გზას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად მოდის, მაგრამ ხშირად წვიმს.

რა ვნახოთ

  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და მეგრელი მთავრების კოლექციით
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი — სასახლის უკან გაშენებული ძველი პარკი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი
  • რუხის ციხე — XVIII საუკუნის ციხე ენგურთან, ქალაქიდან 8 კმ-ში
  • წალენჯიხის საკათედრო ტაძარი — XIV–XV საუკუნეების ბიზანტიური ფრესკებით, 25 კმ-ში
  • ანაკლია — ქვიშიანი პლაჟი ენგურის შესართავთან, დაახლოებით 30 კმ
  • ენგურჰესის კაშხალი — მესტიის გზაზე, ერთ-ერთი უმაღლესი თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 320 კმ-ია (4,5–5 საათი). მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, დადის ღამის მატარებელიც; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის. ქუთაისის აეროპორტიდან დაახლოებით 100 კმ-ია, საათნახევარი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ სენაკისა და ხობის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში, სასახლისა და მთავარი ქუჩის ახლოს — საქალაქო სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: ზაფხულში მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება, შემოდგომაზე — ქოლგა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი და ბანკომატები ყველგანაა.

ზუგდიდი: გზამკვლევი
ზუგდიდი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება ზუგდიდს?
სასახლესა და ბოტანიკურ ბაღს ნახევარი დღე ჰყოფნის. რუხის ციხისა და წალენჯიხის დამატებით ერთი სრული დღე გამოვა.
ღირს თუ არა ზუგდიდში ღამის გათევა სვანეთის გზაზე?
კი, თბილისიდან მესტიამდე ერთ დღეში 8–9 საათია. ზუგდიდში ღამე რომ გაათიოთ, მეორე დილით 3 საათში სვანეთში იქნებით.
რა ვჭამოთ ზუგდიდში?
მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, გებჟალია, კუჭმაჭი და ცხარე აჯიკა. სამზარეულო აქ ცხარეა — შეკვეთისას შეგიძლიათ თქვათ, რომ ნაკლებად ცხარე გინდათ.
რა არის ენგურის ხიდზე?
ენგურის ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზეა, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ტურისტული მიზნით იქ გადასვლა არ ხდება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.