სამცხე-ჯავახეთი

ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Lohen11 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალციხე
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61046

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ფარავნის ტბას,
ფოკის დედათა მონასტერს,
სოფელ გორელოვკას, სოფელი ჯავახეთში ერთ-ერთია, სადაც ყველაზე კარგად არის შემორჩენილი დუხობორების საცხოვრებლები.
ვარძიას,
ბორჯომის ჩითახევის მწვანე მონასტერს.

• ტურის .

მიკროავტობუსით მგზავრობა,
ქართულ ენოვანი გიდი/გამყოლის მომსახურება.
კვების საკითხს აგვარებთ ინდივიდუალურად.
ასპინძაში შესაძლებელია ადგილობრივ რესტორანში სადილი, ამისთვის სურვილისამებრ იქონიეთ 10-.

გთხოვთ თან იქონიოთ პირბადე
• რეკომენდაცია ჩაიცვით კომფორტულად და ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი.
• ვიკრიბებით 06:30, გასვლის დრო: 07:00 დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მაღაზისთან არ გავჩარდებით ამიტომ ყველაფერი შეიძინეთ წინასწარ.
• გასვლის ადგილი: ქ.თბილისი რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ ველოსიპედის ძეგლი.

• ტურის გამართვამდე ორი დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

ახალციხე — რა ტურებს გთავაზობთ

ახალციხის ტური ჩვეულებრივ ბორჯომს, რაბათს და ვარძიას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, ორდღიან ვარიანტში, ღამისთევა ახალციხეში. თარიღსა და ტემპს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ვარძიისა და საფარის გზები მწვანეა ან შემოდგომის ფერებში.
ივლისი–აგვისტო თბილია, დღისით 28–30°, საღამოები გრილი.
ზამთარი ცივია, -5°-მდე და ქვემოთ; რაბათი ღიაა, მაგრამ მთის გზებზე თოვლი შეიძლება დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • რაბათის ციხე — აღდგენილი ციხე-ქალაქი მეჩეთით, ეკლესიით, სასახლით და ისტორიული მუზეუმით
  • საფარის მონასტერი — X–XIV საუკუნეების ეკლესიები ტყიან ხეობაში, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, დაახლოებით 60 კმ-ში
  • ხერთვისის ციხე — მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ვარძიის გზაზე
  • ზარზმის მონასტერი — მოხატული ტაძარი ადიგენის მხარეს, დაახლოებით 35 კმ-ში
  • აბასთუმანი — ძველი კურორტი ფიჭვნარში და ყანობილის ობსერვატორია, 28 კმ-ში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ბორჯომის გავლით დაახლოებით 205 კმ-ია, 3–3,5 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დღის განმავლობაში ხშირად გადის, მგზავრობა 3,5–4 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ხაშური–ბორჯომის გზით, კარგი ასფალტით.
სად დავრჩეთ: რაბათის მიდამოებსა და ცენტრში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; ვარძიისთვის — კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

ახალციხე: გზამკვლევი
ახალციხე

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახალციხე და ვარძია ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ დღე გრძელი გამოდის — თბილისიდან ორივე მხარეს 7–8 საათი მხოლოდ გზაა. უფრო მშვიდად ჯობს ღამე ახალციხეში.
რამდენი დრო სჭირდება რაბათს?
ციხისა და მუზეუმის დასათვალიერებლად 1,5–2 საათი საკმარისია. საღამოს განათებული ციხე ცალკე სანახავია.
როგორ მივიდე ვარძიამდე ახალციხიდან?
მანქანით დაახლოებით 60 კმ-ია, საათზე ცოტა მეტი. მარშრუტკა დღეში რამდენჯერმე დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
ბავშვებთან ერთად როგორია?
რაბათის ფართო ეზოები და გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ვარძიაში ბევრი კიბე და ვიწრო გვირაბია — პატარებს ხელში მოკიდება სჭირდებათ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.