თრუსოს ხეობა ერთდღიანი ტური
ფოტო: FingerWiki · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოვინახულებთ :
✅თრუსოს ტრავერტინები
✅ნასოფლარი კეტრისი
✅ნასოფლარი აბანო
✅აბანოს დედათა მონასტერი
✅ზაქაგორის ციხე სიმაგრე
✅თრუსოს უძირო ტბა
✔ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
✔გიდი
✔ფოტოგადაღება
ფეხით სასიარულო ჯამში 15 კმ. სალაშქრო ბილიკი არის მარტივი. სწორ რელიეფზე.
აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობა
არ შედის კვება , ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები.
: არ ვიგვიანებთ , არ ვანაგვიანებთ გარემოს, ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან. ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :
მაკა
ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
ჩარიცხვა ხდება წინასწარ!!! ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.