ივლისი: ლებარდე - მარტვილის ორდღიანი ტური

ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამარტვილი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60887

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:
I დღე:
???? 11:00 სთ. მარტვილის კანიონი
???? 14:00 სთ. ბალდის კანიონი და კაღუს ჩანჩქერი
???? 17:00 სთ. სალხინოს დადიანების კომპლექსი
???? 19:00 სთ. მარტვილის მონასტერი
???? 20:00 სთ. დაბინავება სასტუმროში ან კარვებში (სურვილისამებრ)

II დღე:
???? 06:00-17:00 სთ. კურორტი ლებარდე: მჯავე წყალი, ულამაზესი ბუნება, ელარჯის მასტერკლასი
(ასვლა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით)

???? შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
???? განთავსება: მარტვილის საოჯახო სასტუმროში ან კარვებში (სურვილისამებრ)

???? კარვებში განთავსებით
???? სასტუმროში განთავსებით
მგზავრობა უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით და ლებარდეში ასვლა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით
ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
საკარვე აღჭურვილობა ან საოჯახო სასტუმრო (რომელ პაკეტსაც აირჩევთ)

დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (ლებარდეში შეგვიძლია სამწვადე გავითვალისწინოთ ერთიანად)
მარტვილის კანიონის ბილეთის ა, ნავებით გასეირნება კი
ელარჯის მასტერკლასი

ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

ყურადღება:
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

????
????
???? თბილისი, წერეთლის 116

მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
  • ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
  • ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.

მარტვილი: გზამკვლევი
მარტვილი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თბილისიდან ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8–9 საათი გაგივათ. უმჯობესია ღამე ქუთაისში გაათიოთ და მარტვილს ოკაცე ან პრომეთეს მღვიმე დაამატოთ.
ყოველთვის მუშაობს ნავით სეირნობა?
ჩვეულებრივ მთელი წელი, მაგრამ ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს შეიძლება შეჩერდეს. კანიონში ბანაობა დღეს ნებადართული არ არის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ბილიკები მოკლეა და კეთილმოწყობილი, ნავით სეირნობა კი ბავშვებს მოსწონთ; პატარებისთვის საშველი ჟილეტები ადგილზეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.