ტობავარჩხილის ტბები, სხვა სამყარო

ფოტო: Alsandro · CC BY-SA 3.0; Nikolai Bulykin · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაწალენჯიხა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60795

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ეს იქნება ყველაზე დიდი 7 დღიანი მოგზაურობა, რომელზეც უნდა წამოხვიდეთ ძალიან კარგად მომზადებულები. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ფსიქოლოგიურად
შემოგვიერთდით დაუვიწყარი თავგადასავლის მაძიებელნი

For English version please scroll down >>>

●აუცილებლად გასათვალიწინებელი:
რეგულაციების ფარგლებში,
აუცილებელია ყველამ თან იქონიოს პირბადე , ერთჯერადი ხელთათმანი, ხელის სადენზიფექციო ხსნარი
გასვლის წინ მოხდება ყველა მონაწილის თერმოსკრინინგი.
ტურზე არ დაიშვებიან ტემპერატურის შემთხვევაში და თანხაც უკან ვერ დაბრუნდება.

რეგიონი: სამეგრელო-ზემოსვანეთი

ტურის სახეობა და სირთულე: სათავგადასავლო,საფეხმავლო, რთული

ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 70-80 კმ 7 დღის ჯამში

ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა!
თუ რამე კატასტროფა არ მოხდა

რას ვნახავთ:

ეგრისის ქედი
ოხოჯეს ტობა
დიდი ტობავარჩხილი
ჭითაგვალას (წითელი) მთა
დიდი ღელეს ტობა (დიდღალი)
კალიაშის ტობა
წაქარწყლის ტობა
ლაკუმურაშ ტობა
სამეგრელო-სვანეთის გამყოფი ქედი
უამრავი ჩანჩქერი
ჩვეულებრივი ზღაპარი, რომელიც თავბრუს გახვევს
და საერთოდ გელოდებათ მოგზაურობა სხვა სამყაროში !

რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ბათინკი რომელიც აფიქსირებს კოჭს. (ბათინკი და ჩანთა ერთერთი უმთავრესი რამ არის ლაშქრობაში, განსაკუთრებით რთულ ლაშქრობაში) სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური :) , სასურველია გრძელსახელოიანი ზედა და შარვალი რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობები მზისგან და დასუსხვები ბალახებისგან, კბენები მწერებისგან და ასე შემდეგ :) ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად. უფრო დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მოგვმართეთ პირადში

რა წავიღოთ აუცილებლად?

სალაშქრო ზურგჩანთა, მხრებზე კარგად მორგებული, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" (ვისაც არ გაქვთ საკუთარი, ჩვენ გათხოვებთ, შედის ტურის საფასურში თხოვება და არა ტარება :) ) 7 დღის სამყოფი საკვები (შეგვიძლია წინასწარ ვიყიდოთ საერთო ძირითადი საკვები და გადავინაწილოთ ჩანთებში თანაბრად ) მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ხელთათმანი ,ფანარი, მზისგან დამცავი კრემი, მწერებისგან დამცავი ნიღბები და სპრეი. პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები, სალაშქრო გაზი
სასურველია: სალაშქრო ჯოხები. ასევე პირადი აფთიაქი თუ ვინმე რაიმეს საჭიროებთ. ჩვენ კი გვაქვს , მაგრამ მაინც.

ჩანთის წონა გოგონებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 12-13 კგ-ს
ჩანთის წონა ბიჭებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 15-18 კგს

ფინანსური მხარე:
ადგილის დაჯვშნა ხდება წინასწარ. დასაჯავშნად რიცხავთ ბე-ს სახით . ან მთლიანად. მინიმუმ 10 დღით ადრე ტურამდე...

მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე მიკროავტობუსით
სატვირთოს ქირაობა მუხურიდან ნათიფურის ქოხამდე
გამომგზავრება ხაიშიდან თბილისამდე
ლაშქრობის ინსტრუქტორ -გიდის მომსახურება
კარავი, საძილე ტომარა, პარალონი (ვისაც არ აქვს)
ფოტოგადაღება

ფინანსური მხარე:
იმისთვის რომ ტურზე დარეგისტრირდეთ, აუცილებელია თანხის ჩარიცხვა წინასწარ.

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ტობა
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს , გვერდის პირად შეტყობინებებში და ვგზავნით ჩარიცხვის ქვითრის ფოტოს ან "სქრინს".

გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 5 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!

წესები და პირობები მოწესრიგებული მოგაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა ტურის განმავლობაში.

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა კლუბთან ერთად........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს გვერდის პირად შეტყობინებებში ან ნომრებზე:

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ

English Version:

Meeting Time and place
August 4 . M Rustaveli, Shota Rustaveli monument, in front of McDonald's at 07:00 o'clock

you need a facemask in transport

places to visit:
Samegrelo, Mukhuri
Tobavarchkhili lakes
Svaneti

Distance to cover on foot:
70-80 km in 7 day

Weather
Good ...

Outfit:
Footwear: wear comfortable hiking boots, which are water proof and are with quite high necks.
On the body: dress light and warm.

items to carry and Food:
Backpacks that fits perfectly on your back. tent, sleeping bag, hiking mattress .If you don't have, its ok, we have enough and get you) The second pair of shoes. Hat, necklace, gloves, sun glasses,
One day's food, one-time personal dishes, 2 liter of water. If

Financial side:
------------------------

Bank of Georgia
Account Number: GEL
Receiver: Lela Tsiklauri
Purpose: Please indicate the name, surname and name of the tour !
Keep your receipt

Important !
At the same time you will be informed by the organizers
Text messaging on mobile
.

The price includes: transportation and guide service.

We do not go to the place of the gathering drunk/hungover
We do not take alcohol while driving / hiking and in the vehicle!
Smoking is forbidden in transport!
All of us will eat food together (unless someone gets sick)
We don’t litter! On the contrary, if we see something we clean as much as we can.
We do not take domestic animals / birds (no wild animals)
We do not talk about politics and religion that will lead to debate/confrontation.
We do not use foul language!
You will not deviate from the planned route at your own will!
We don’t separate into the separate small groups!
We all work together in friendly and warm team and we play as a team! We share the camp activities equally!
We do not gossip about other clubs or specific individuals!
We obey the organizer during the tour
In the event of non-fulfillment of the conditions, the organizer removes all liability / obligations before the opponent and the individual who violates these rules will be dismissed and removed from the tour.
A juvenile should be accompanied by a parent at the gathering spot ...

Note: read the description of the tour carefully and make those who wish to come along with your recommendation read it well as well. Uninteresting people, pathologists, separators, and cry-babies are not welcome ! Do not let others feel inconvenienced ... We all try to spend a positive day together ...

წალენჯიხა — რა ტურებს გთავაზობთ

წალენჯიხის ტაძარი ზუგდიდიდან ნახევარდღიანი გასვლაა და კარგად ერგება სამეგრელოს ან სვანეთის ტურს — ტრანსპორტით და გიდით. თარიღს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°: მთისწინეთში ზუგდიდზე ოდნავ გრილა.
ზაფხულში ნოტიო და ცხელა, ზამთარში ხშირად წვიმს.

რა ვნახოთ

  • წალენჯიხის საკათედრო ტაძარი — მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, ბერძენი მხატვრის მანუელ ევგენიკოსის ფრესკებით და დადიანების პორტრეტებით
  • ენგურჰესის კაშხალი და წყალსაცავი — ჯვრის მიმართულებით, სვანეთის გზაზე
  • ჯვარი — დაბა ენგურის ხეობის შესასვლელთან, საიდანაც მესტიის გზა მთაში ადის
  • ზუგდიდის დადიანების სასახლე — ნახევარი საათის სავალზე, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 345 კმ-ია (5 საათი), ზუგდიდიდან — 25 კმ, ნახევარი საათი. ზუგდიდიდან წალენჯიხაში მარშრუტკები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ზუგდიდამდე, შემდეგ ჩრდილოეთით, ჯვრის მიმართულებით 25 კმ.
სად დავრჩეთ: ქალაქში ცოტა გესტჰაუსია; ჩვეულებრივ ზუგდიდში ჩერდებიან.
რა წავიღოთ: ტაძრისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს.

წალენჯიხა: გზამკვლევი
წალენჯიხა

ხშირი კითხვები

რით არის გამორჩეული წალენჯიხის ფრესკები?
ეს საქართველოში ბიზანტიური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც კონსტანტინოპოლელმა ოსტატმა დადიანების დაკვეთით შეასრულა. მოხატულობა ნაწილობრივ დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.
რამდენი დრო სჭირდება?
ტაძრის დასათვალიერებლად საათი საკმარისია. ზუგდიდიდან გზასთან ერთად ნახევარი დღე გამოვა.
შეიძლება თუ არა სვანეთის გზაზე შევლა?
კი, წალენჯიხა ჯვრის გზაზეა, საიდანაც მესტიის გზა იწყება. ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალს მცირე შემოვლა სჭირდება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.