ერთდღიანი ჯიპ-ტური აბუდელაურის ფერად ტბებზე

ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; franek2 · CC BY-SA 3.0; franek2 · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებახევსურეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60774

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

,," გთავაზობთ ერთდღიან ჯიპ-ტურს აბუდელაურის ფერად ტბებზე

• ტური გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას.

• (მთლიანიად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს)

• მსურველების რაოდენობა: 7-14-21... ადამიანი

• ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

• შეკრების ადგილი: მ. დიდუბე ( სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია ) 7:00 საათი

პირველი დღე:

• ჟინვალის წყალსაცავი

• კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი.

• ​როშკა. (სოფ. როშკას მანქანით გავცდებით ორი კილომეტრით და შემდეგ ფეხით დავიწყებთ მსვლელობას ტბების მიმართულებით)

• თეთრი ტბა.

• ლურჯი ტბა.

• მწვანე ტბა.

მთლიანად ფეხით გასავლელი მანძილი 10 კმ. საშუალო და მარტივი სირთულის გზა.​

შესაძლებელია ჩარგალში შევიაროთ და ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი​​ მოვინახულოთ

სურვილის შემთხვევაში უგემრიელესი ფშაური ხინკლის დაგემოვნება (ფშავში)

• გამომგზავრება თბილისის მიმართულებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

• ​1 პერსონა 50-ლარი

• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით (MITSUBISHI DELICA 4x4)

• ​​გამოცდილი მძღოლი - გამყოლი

საჭირო ეკიპირება:

• მოსახერხებელი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

• საწვიმარი.

• ​​​​​​​მზისგან დამცავი საშუალებები.

აკრძალულია:

• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება

• ​არ ვაბინძურებთ გარემოს

​

• ​ან მოგვწერეთ facebook :

თანხის ჩარიცხვა შე​საძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:

ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.

რა ვნახოთ

  • შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
  • მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
  • ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
  • როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
  • კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
  • გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.

ხევსურეთი: გზამკვლევი
ხევსურეთი

ხშირი კითხვები

როდის იხსნება გზა შატილისკენ?
ჩვეულებრივ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, თოვლის მიხედვით, და ოქტომბრამდე რჩება ღია. თარიღი ყოველ წელს სხვაა, ამიტომ წასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
შეიძლება შატილის ნახვა ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ დღის უმეტესი ნაწილი გზაში გავა — ორივე მხარეს 4–5 საათი. მუცოს დასამატებლად და შატილის საღამოს სანახავად ერთი ღამე სჯობს.
ჩვეულებრივი მანქანით ჩავალ?
მშრალ ამინდში გამოცდილი მძღოლი სედანითაც გადის, მაგრამ უღელტეხილის შემდეგ გზა ვიწრო და ქვიანია. წვიმის შემდეგ ან პირველად მიმავალს მაღალი გამავლობის მანქანა ურჩევნია.
რა უნდა იცოდეს სტუმარმა ადგილობრივ წესებზე?
ხატის ტერიტორიაზე, რომელიც ჩვეულებრივ ქვის სალოცავითაა მონიშნული, ქალები არ შედიან; მას ნუ შეეხებით და ნუ გადაუღებთ ახლოდან ნებართვის გარეშე. დიასახლისები დახმარებას სიამოვნებით გეტყვიან.
შეიძლება ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა?
მანქანის გზა არ არის, მხოლოდ ფეხით ან ცხენით — ატსუნტის უღელტეხილის ლაშქრობა 3–4 დღეა და გიდთან ერთად სჯობს. სასაზღვრო ზოლში წინასწარ რეგისტრაციაც სჭირდება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.