სვანეთის სამ დღანი ტური
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კვირიკობა სვანეთში!
შემოგვიერთდით მეგობრებო და ერთად მოვილოცოთ სვანეთის სიწმინდეები
მარშუტი:
1 დღე:
ჩასვლა მესტიაში და განთავსება სასტუმროში,ცოტაოდენი დასვენების მერე გავემართებით ზურულდისკენ(ჰაწვალი), გავისეირნებთ საბაგიროთი და დავათვალიერებთ ულამაზეს ხედებს.
სურვილისამებრ დავაგემოვნებთ სვანურ სამზარეულოს,საღამოს დავბრუნდებით მესტიაში და მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
ღამით გავისეირნეთ მესტიის ულამაზეს ქუჩებში.
2 დღე:
დილით გავემართებით უშგულისკენ,გზად შევივლით წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარში სოფელ კალაში და დავესწრებით სადღესასწაულო წირვას,გზად ასევე ვნახავთ სიყარულის კოშკს და გავემართებით უშგულისკენ,სადაც გასაოცარი სანახაობა გელოდებათ,საღამოს დავბრუნდებით მეტიაში.
3 დღე:
მარგიანების სახლ-მუზეუმი,
ხერგიანის სახ-სმუზეუმი,
გზად ვნახავთ ულამაზეს ენგურჰესს.გავემგზავრებით ზუგდიდის მიმართულბით,სადაც მოვინახულებთ დადიანების სასახლეს და შემდეგ უკვე გავემართებით თბილისის მიმართულებით.
ტურის მინიმალური რაოდენობა15 კაცი
▪ შეკრების ადგილი: მეტრო რუსთველის მოპირდაპირედ,ველოსიპედის ძეგლთან
ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსი,გამოცდილი მძღოლი)
ფოტო გადაღება
სასტუმროში განთავსება
(ყავა/ჩაი/ტკბილეული)
ტურის ორგანიზატორი
თარჯიმანი სურვილისამებრ
უშგულში ასვლა
P.S. ტურის მიმდინარეობის დროს გათამაშდება შემდეგი ტური უფასოდ
თქვენ გელოდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო,ასევე გემოვნებიანი მუსიკა????????
შენიშვნა:
▪მოგვაქვს ყველას ინდივიდუალური პირბადე.
▪მოგვაქვს კომფორტული ფეხსაცმელი.
▪ თანხა უნდა გადმოირიცხოს ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, წამოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
▪ კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტური უამინდობისა თუ საგზაო მდგომარეობის შეფერხების გამო.
See You At Trave
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.