ყაზბეგის ერთ დღიანი ტური
ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გერგეთზე
გერგეთობა დღეს მოილოცეთ წმინდა სამების ტაძარი და გახდი ამ საოცარი სილამაზის თანაზიარი
მარშუტი: , გუდაურის პანორამა, ვეძას მჟავე წყლები, სოფელი სნო, სამება.
ტურის პროგრამა:
მინიმალური რაოდენობა 15 კაცი, მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გასვლა თბილისიდან 08:00
შეკრების ადგილი: მეტრო რუსთაველის მოპირდაპირედ,ველოსიპედის ძეგლთან
???? მგზავრობა(კომფორტული მიკრო ავტობუსით,გამოცდილი მძღოლი)
???? ფოტო გადაღება
???? გათამაშება, შემდეგი ტური უფასოდ
???? სასიამოვნო გარემო
???? ტურის ორგანიზატორი
???? თარჯიმანი მოთხოვნისამებრ
▪ კვება, ალჰოლური სასმელები (მოგვაქვს ინდივიდუალურად ან სურვილისამებრ რესტორანში გათვალისწინებული მენიუთი ფასანაურში)
დაბრუნება (თბილისში ვიქნებით) 23:00 საათზე
შენიშვნა: მოგვაქვს თბილი ქურთუკები და მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
▪მოგვაქვს ყველას ინდივიდუალური პირბადე.
P.S. ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს.
ჩვენთან გელოდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო.
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.