ერთდღიანი ტური ძამას ხეობაში
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ერთდღიანი ტური ძამას ხეობაში
ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
შეკრების დრო და ადგილი.
07:20 წთ
დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი
გამგზავრება 07:30 საათზე
დაბრუნება თბილისში 22 საათზე
მართალია ძამას ხეობაში 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ ჩვენ მოვინახულებთ მხოლოდ ოთხს. ესენია:
მზოვრეთის მამათა მონასტერი
ორთუბნის დედათა მონასტერი
სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი
ყინწვისის მამათა მონასტერი
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს (არ ვყრით ნაგავს)
არ ვბილწვსიტყვაობთ
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი, თბილი მოსაცმელი.
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
ფეხით გასავლელი მანძილი - 3 კმ.
სირთულე - მარტივი
ტრანსპორტირება ( 20 ადგილიანი კომფორტული სპრინტერით)
გიდი
თერმოსკრინინგი!
სადეზინფექციო ხსნარი!
კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ)
ტური შედგება მინიმუმ 15 ადამიანის შეკრების შემთხვევაში.
შენიშვნა:
1. წინასწარ გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
2. იმ შემთხვევაში თუ არ შეგროვბდა 15 ადამიანი, ამის შესახებ გეცნობებათ შაბათს 12-14 საათისთვის და თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
ადგილების დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით :
WhatsApp
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.