სვანეთის სამდღიანი ტური- აგვისტოს

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამესტია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60692

რა შედის

  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

ტური -გველოდება შემეცნებითი , სათავგადასავლო და ემოციებით აღსავსე დღეები
ტურის გეგმა:
1 დღე
ენგურის წყალსაცავი
ჩასვლა მესტიაში და დაბინავება ტიპის სასტუმროში
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ჰეშკილის ქოხები
მჟავე წყლები
ავალთ ჰაწვალზე საბაგიროს მუშაობის შემთხვევაში

2 დღე
შეკრება 9:00 საათზე
სოფელი იფარი–„სიყვარულის კოშკი“
სოფელი უშგული
ლამარიას კომპლექსი
კვირიკესა და ივლიტას ტაძარი

3 დღე
ქორულდის ტბები,
ხერგიანის სახლმუზეუმი
სოფელი ლატალი
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ორი ღამე
ტრანსპორტირება ( კომფორტული მიკრო ავტობუსით)
გიდი, გამყოლი
ფოტოგადაღება
მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასური
ჰაწვალზე საბაგიროთი ასასვლელი ბილეთის საფასური
ხერგიანის მუზეუმში შესვლის საფასური
ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური
საკვებით უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :
???? მაკა
???? ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე

ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 5 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს..

მესტია — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
  • მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
  • კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
  • ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
  • ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
  • უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.

მესტია: გზამკვლევი
მესტია

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება მესტიას?
მინიმუმ 3 დღე: ერთი მესტიისთვის, ერთი უშგულისთვის და ერთი ლაშქრობისთვის. გზაში დახარჯული დრო ცალკე ჩათვალეთ.
ფრენა თუ მანქანა?
ფრენა დროს ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა და ცუდ ამინდში რეისი უქმდება. საიმედოა გზაც: ზუგდიდიდან ხეობით მგზავრობა თავისთავად ლამაზია.
რამდენად რთულია უშგულამდე მისვლა?
გზის დიდი ნაწილი უკვე ასფალტიანია, მაგრამ ზოგი მონაკვეთი კვლავ რთულია; ჩვეულებრივ ჯიპით მიდიან, 1,5–2 საათში.
შეიძლება ზამთარში სათხილამუროდ?
კი, ჰაწვალი ქალაქის თავზეა, თეთნულდი კი დაახლოებით 20 კმ-ში, გრძელი ტრასებით. სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან მარტამდეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.