ტური ლაგოდეხის ნაკრძალში ივლისს

ფოტო: Giorgimailo · CC BY-SA 4.0; G.N. · CC BY-SA 3.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებალაგოდეხი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60688

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მოვინახულებთ:
ნინოსხევის იგივე გურგენიანის ჩანჩქერს - თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი.
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გიდი, გამყოლი
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
GoPro გადაღება
(ფეხით სასიარულო მანძილი 10 კმ - ჯამში, სირთულის მხრივ საშუალო)
კვება- ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და პირადი აფთიაქი.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით.
ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :
???? მაკა
???? ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე

ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს..

ლაგოდეხი — რა ტურებს გთავაზობთ

ლაგოდეხის ტური ჩვეულებრივ მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან, გიდს ნაკრძალის ბილიკზე და, სურვილისამებრ, ღამისთევას გესტჰაუსში. შეგვიძლია ერთდღიან სალაშქრო გასვლას სიღნაღის ან კახეთის მარნის ვიზიტიც მივუმატოთ — თარიღს თქვენ შეარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: ტყეში გრილა, ბილიკები მშრალია, ოქტომბერში კი წიფლნარი ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში ქალაქში ცხელა, 30°-ზე მეტი, მაგრამ ტყის ჩრდილში სიარული მაინც კომფორტულია; შავი კლდის ტბისკენ მაღალმთიანი ბილიკი მხოლოდ ზაფხულში იხსნება.
ზამთარში ჩანჩქერის ბილიკები ხშირად სველი და მოყინულია, ხალხიც ცოტაა.

რა ვნახოთ

  • ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები — 1912 წელს დაარსებული ნაკრძალი წიფლისა და რცხილის ტყით, ვიზიტორთა ცენტრით ქალაქის განაპირას
  • ნინოსხევის ჩანჩქერი — ყველაზე პოპულარული ბილიკი, ორივე მიმართულებით 5–7 საათი, ბოლო მონაკვეთი მდინარის კალაპოტით
  • შავი როჭოს ჩანჩქერი — უფრო მოკლე და იოლი ბილიკი, ოჯახებისთვის მოსახერხებელი
  • მაჭის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები ტყეში, ნახევარდღიანი გასვლა
  • შავი კლდის ტბა — 2–3-დღიანი მაღალმთიანი მარშრუტი, მხოლოდ ზაფხულში და რეგისტრაციით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და გურჯაანის გავლით დაახლოებით 160–170 კმ-ია (2,5–3 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 2,5–3 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საგარეჯო–გურჯაანი–წნორის ტრასით, მთელ გზაზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: ნაკრძალის შესასვლელთან — საოჯახო გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები; ნაკრძალს თავისი საკემპინგე ადგილებიც აქვს.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი — ჩანჩქერისკენ ბილიკი მდინარის ქვებზე გადის; წყალი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ტყეში სიგნალი ადგილ-ადგილ იკარგება.

ლაგოდეხი: გზამკვლევი
ლაგოდეხი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში მოვასწრებ თბილისიდან ჩანჩქერამდე და უკან?
შესაძლებელია, თუ დილით ადრე გახვალთ: 5–6 საათი გზაში და 5–7 საათი ბილიკზე. უფრო მშვიდად რომ იყოს, სჯობს ერთი ღამე ლაგოდეხში დარჩეთ.
საჭიროა თუ არა ნაკრძალში შესვლისთვის რეგისტრაცია?
ჩანჩქერის ბილიკებზე ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრირდებით. მრავალდღიან მარშრუტზე, მაგალითად შავი კლდის ტბისკენ, რეგისტრაცია და ამინდის გადამოწმება აუცილებელია.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
მოკლე ბილიკები და ტყის ზოლი ვიზიტორთა ცენტრთან ბავშვებისთვისაც იოლია. ნინოსხევის ჩანჩქერი გრძელი და ქვიანია, ამიტომ პატარა ბავშვებთან სჯობს უფრო მოკლე მარშრუტი.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.