ხადას ულამაზესი ხეობა /განიტვირთე ფენომენალურად

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60687

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ჯუთაში

ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური:
ფეხით გასავლელი მანძილი: 6 კმ (ორმხრივად)

ტურის აღწერა:
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
ხადას ვეძა (მჟავე მინერალური წყალი)
ხადას ხეობის ჩანჩქერი
ბეგოთკარის მთავარმოწამის ეკლესია (წმ გიორგის სახელობის)
გარშემო უამრავი კოშკი
ხადას ხეობის სოფლები
წკერეს ჩანჩქერი
ციკარას ციხე და კვირაცხოველის სალოცავი
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
???? სატრანსპორტო მომსახურება
????გამოცდილი გამყოლი;
????ფოტო-ვიდეო გადაღება.
????გასართობი თამაშები

????ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
????სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში ტურისტი ავტომატურად მოიხსნება ტურიდან (დარიცული თანხა უკან არ ბრუნდება)
????ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
????ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.

იყავი გამორჩეული და განიტვირთე ფენომენალურად!

???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი

ფოტო: Lasha Gabelia

თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.

რა ვნახოთ

  • სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
  • ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
  • ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
  • საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
  • ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
  • თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.

თიანეთი: გზამკვლევი
თიანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება თიანეთს?
სიონი და თიანეთი ერთ დღეში ჯდება. ბოჭორმისა და ერწოს დასამატებლად ერთი ღამე სჯობს.
როგორ მივიდე ბოჭორმის ციხემდე?
ბოლო მონაკვეთი გრუნტის, ადგილ-ადგილ რთული გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა ან ადგილობრივი მძღოლი. წვიმის შემდეგ გზა შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ზაფხულში თიანეთი გრილი და მშვიდია: ტყეში სეირნობა, სიონის ტბა და მდინარე ბავშვებს მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.