მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ტური
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური რომელიც უემოციდ არ დაგტოვებთ, საოცარი სილამზე, ულამაზსეი კანიონები და ჩანჩქერები რომლებიც სამოთხეს მოგაგონებთ დედამიწაზე. შემოგვიერთდით!
ჩვენ გთავაზობთ ყველზე დახვეწილ,ინფორმირებულ და კარგად ორგანიზებულ ტურს.
ნახე მეტი, დახარჯე ნაკლები...
ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ
ოკაცეს კანიონი
მარტვილის კანიონი
კაღუს ჩანჩქერი სოფელი ბალდა
სალხინოს დადიანების რეზიდენცია
მარტვილის მონასტერი
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამოცდილი გამყოლის მომსახურება;
კვება, საკვებს წამოვიღებთ ინდივიდუალურად და მოვაწყობთ პიკნიკს ულამაზეს ბუნებაში.
დაცული ტერიტორიის ბილეთის საფასური
ოკაცეს კანიონში
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 9.;
მარტვილის კანიონში
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10.
ნავით გასეირნება
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები!
შეკრების ადგილი: სააკაძის მოედანთან (საბურთალო, გეპეის VI კორპუსის წინ)
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება!(რადგან ტური არ ჩაიშალოს)
ნასვამ მდგომარეობაში ტურზე არ დაიშვებიან.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დარეკეთ:
ტლ:
მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
- ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
- ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
- ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.